21/08/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეკვეთებთან დაკავშირებით
ჩვენთან მოქმედებს წინასწარი გადახდის წესი, თუმცა ხშირად, როდესაც მომხმარებელი გვთხოვს, ვუშვებთ გამონაკლისს - ვენდობით და ვცდილობთ, შესაძლებლობის ფარგლებში ყველას შევუწყოთ ხელი.
🚩შესაბამისად, ბევრი წიგნი მომხმარებლის თხოვნით თანხის ჩარიცხვამდე დაგვიბეჭდავს, დაპირებით, რომ თანხას მოგვიანებით ჩარიცხავენ, თუმცა მერე გვიწევს ბევრჯერ დაკავშირება თხოვნით ან მოთხოვნით რომ თანხა შეპირებულ თარიღში ჩაირიცხოს.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი მსგავსი შემთხვევა დაგვიგროვდა (ათობით).
🚩არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლისთვის ვქმნით წიგნის ინდივიდუალურ შინაარსს, ვუგზავნით, მოსწონს, გვიდასტურებს და შემდეგ უბრალოდ ქრება.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ წიგნის შინაარსზე მუშაობაც შეკვეთის შესრულების მნიშვნელოვანი ნაწილია. თითოეული ისტორია კონკრეტული ბავშვისთვის იქმნება და მის მომზადებას სჭირდება დრო, იდეებზე მუშაობა და ინდივიდუალური დეტალების გათვალისწინება.
✅სწორედ ამიტომ, შეკვეთა გაფორმებულად ჩაითვლება შინაარსზე მუშაობის დაწყებიდან.
✅თანხის დარიცხვა მოხდება შუა პროცესში, შინაარსის და ილუსტრაციების ვიზუალის შეთანხმების შემდეგ. მხოლოდ თანხის დარიცხვის შემდეგ მოხდება წიგნის საბეჭდად ჩაშვება.
გვესმის, რომ წინასწარი გადახდა ზოგიერთისთვის შეიძლება არაკომფორტული იყოს და სწორედ ამიტომაც ვუშვებდით აქამდე გამონაკლისებს. თუმცა დაგროვილმა შემთხვევებმა გვაჩვენა, რომ სამწუხაროდ, ამ ეტაპიდან გამონაკლისების დაშვებას ვეღარ შევძლებთ.
მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენს დროს, შრომასა და ნდობას აფასებს. 🤍