25/01/2026
რაც თავი მახსოვს, ხელოვნებით ვარ დაკავებული. ხელოვანი ყოფნა მარტივი არ არის — ფანტაზიები, რომლებიც ჩვენში ცხოვრობს, ზოგჯერ ქარბუქად იქცევა, ზოგჯერ კი სასიამოვნო სიოსავით გვეფინება. ხელოვნება ადამიანს უფრო მგრძნობიარეს ხდის და სამყაროს თითოეულ დეტალს აგრძნობინებს.
ჩემს შემთხვევაში ეს ფანტაზია სხვადასხვა ფორმით გამოიხატება: ხატვით, წერით, ქსოვით, ქარგვითა და ხელნაკეთი ნივთების შექმნით. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ხელოვნების მხრივ განვითარებულები ვართ, ჩვენს ქვეყანაში ხშირად რთულია საჭირო მასალისა და ინფორმაციის მოპოვება.
ჩემი ოცნებაა მქონდეს სახელოსნო, სადაც ბავშვები ბავშვობიდან ისწავლიან საკუთარი ხელების და შრომის ფასს. მინდა, ეს სივრცე ღია იყოს ყველა ბავშვისთვის, განურჩევლად მათი ფიზიკური მდგომარეობისა.
მჯერა, რომ ხელოვნება ფუფუნება არ არის — ის აუცილებლობაა. ის ადამიანს სიმშვიდეს აძლევს და ეხმარება საკუთარი თავის პოვნაში და გამოვლინებაში. ვაკვირდები, როგორ აისახება განწყობა თითოეულ ნამუშევარზე: მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკა ერთი და იგივეა, ერთ ადამიანსაც კი არ შეუძლია შექმნას ორი სრულად ერთნაირი ნივთი. სწორედ ამიტომ არის ხელოვნება უნიკალური — როგორც თითოეულ ადამიანს აქვს განსხვავებული ხასიათი, ემოცია და განცდა, ასევე თითოეული ნამუშევარიც ამ უნიკალურ ნიშას ატარებს