15/04/2026
ძვირფასო სენაკელებო,
ხვალ, 16 აპრილს, 16:00 საათზე, დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში, გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, ჩვენი თანაქალაქელის - 17 წლის დათა სახოკიას სიცოცხლის გადასარჩენად.
დათა არის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მუნიციპალური ანსამბლის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი - მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდა მოცეკვავე.
დღეს ის უმძიმეს დაავადებას - ლიმფომას ებრძვის.
ამჟამად დათა მშობლებთან ერთად თურქეთში იმყოფება, სადაც აუცილებელია ქიმიოთერაპიის კურსის დაუყოვნებლივ დაწყება. თითოეული წუთი გადამწყვეტია.
მკურნალობისთვის საჭირო თანხა შეადგენს 28 000 აშშ. დოლარს.
დღეს დათას ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა.
ჩვენ შევძლებთ გადავარჩინოთ დათას სიცოცხლე!
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია:
საქართველოს ბანკი
GE24BG0000000570242329
მიმღები: დათა სახოკია
თიბისი ბანკი
GE22TB7318545064300112
მიმღები: ნინო ჭოჭუა
გთხოვთ, გავერთიანდეთ და ერთად დავუდგეთ დათას გვერდით ამ ურთულეს ბრძოლაში. თითოეული ლარი, თითოეული გაზიარება მნიშვნელოვანია.