25/09/2026
-რა მასალისგან მზადდება?
🌿 როცა ბავშვებისთვის ვქმნით საყვარელ სათამაშოებს და დეკორაციებს, ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლამაზი ფორმა ან ფერი არ არის. ჩვენ ვირჩევთ ისეთ მასალებს, რომლებიც ჰარმონიაშია როგორც პატარების ჯანმრთელობასთან, ისე ბუნებასთან
👶🏻 ბავშვების კანი 5-ჯერ უფრო ნაზია, ვიდრე მოზრდილების, ამიტომ სუფთა, ჰიპოალერგიული და ეკოლოგიური ქსოვილები მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
✨ ikokids-ის თითოეული პროდუქტი დამზადებულია OEKO-TEX®-ის სერტიფიცირებული, 100% ბამბის ქსოვილებისგან — ეს ნიშნავს, რომ მასალა გადის მკაცრ შემოწმებას და სრულიად თავისუფალია მავნე ქიმიური ნივთიერებებისგან
კარავი მზადდება საქართველოში, იკოქიდსის მყუდრო და ლამაზ სახელოსნოში, არის სრულიად ხელნაკეთი.
ჩვენ გვიყვარს ეს საქმე, თითოეული პროდუქტის შექმნაში უდიდესი სიყვარული დევს და ვფიქრობ ეს სიყვარული თქვენამდეც მოდის ❤️