19/07/2026
🤍 პატარა სიახლე მინდა გაგიზიაროთ…
თუ აქამდე ჩვენი გვერდი ყვავილებთან ასოცირდებოდა, ახლა დროა, ახალი თავი დავიწყოთ. 🌸➡️🎁
ბევრი ფიქრისა და სიყვარულის შემდეგ გადავწყვიტეთ, ონლაინ სივრცე სასაჩუქრე ბოქსებს დავუთმოთ.
ჯერ ყველაფერი მზადების პროცესშია, მაგრამ ძალიან მალე წარმოგიდგენთ პირველ ბოქსებს, რომლებშიც თითოეული დეტალი სიყვარულითა და განსაკუთრებული ყურადღებით იქნება შექმნილი.
მადლობა, რომ აქ ხართ და ამ ახალ დასაწყისსაც ჩვენთან ერთად შეხვდებით. თქვენი მხარდაჭერა ყველაზე დიდი მოტივაციაა. 🤍
დარჩით ჩვენთან… ყველაზე ლამაზი სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის. ✨