Gorenje Georgia

  • Home
  • Gorenje Georgia

Gorenje Georgia კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნაკლებად რთულ და უფრო სასიამოვნო ცხოვრებაში!
(1)

25/08/2026

ყველა პროდუქტს შენახვის ოპტიმალური რეჟიმი აქვს. თუმცა, რომელი მათგანის მოთავსება შეიძლება მაცივრის კარზე? გეტყვით!

1. კარი შესაფერისი ადგილია კეტჩუპისთვის, მაიონეზისა და სხვა სოუსებისთვის ჰერმეტულ შეფუთვაში.
2. მინერალური წყალიც შესანიშნავად გრძნობს თავს კედელზე – ამავდროულად, ძირითად განყოფილებაში თაროებსაც გაათავისუფლებთ.
3. მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთი შესაძლებელია მუდმივად კარზე იდოს. აი, კარაქი კი სჯობს პატარა პორციებით გადაიღოთ კარაქის ჭურჭელში – მაქსიმუმ ორი დღის სამყოფი, მეტის არა.
4. იოგურტების კარზე გაჩერება შეიძლება, თუმცა სჯობს პატარა ბოთლები შეიძინოთ – გახსნის შემდეგ მათი ადგილი უფრო ცივ ზონაშია.
5. პარმეზანის შენახვა კარზე ნებადართულია მანამ, სანამ ის შეფუთვაშია. გახსენით? გადაიტანეთ იქ, სადაც რძე და არაჟანი დევს გრილად.
6. ხოლო თუ გსურთ, რომ ყველა პროდუქტი ხელთ გქონდეთ, შეიძინეთ ისეთი მაცივარი, როგორიცაა Gorenje NRS9186141BXI.
ის არა მხოლოდ ტევადია, არამედ მისი გააზრებული შიდა სივრცე საშუალებას გაძლევთ მარტივად დაინახოთ, რა სად დევს და თვალი ადევნოთ ვარგისიანობის ვადებს. გარდა ამისა, ჩაშენებული იონური დაცვა ანელებს პროდუქტების ბუნებრივ დაძველებას, ინარჩუნებს ტენიანობას და ანადგურებს ბაქტერიების 99%-ს.

თქვენ წესების მიხედვით ანაწილებთ პროდუქტებს თუ როგორც მოგიხერხდებათ?

ირგვლივ ყველა ზღვიდან გადაღებულ ფოტოებს აზიარებს, თქვენ კი შვებულებაში გასვლა ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ? არაუშავს, წინ ხომ...
24/08/2026

ირგვლივ ყველა ზღვიდან გადაღებულ ფოტოებს აზიარებს, თქვენ კი შვებულებაში გასვლა ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ? არაუშავს, წინ ხომ ჯერ კიდევ ხავერდოვანი სეზონია!

მანამდე კი აიღეთ პაუზა მინი-რელაქსისთვის. აი, 5 მარტივი რჩევა, რომელიც ძალების სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ:

1. თუ მთელი დღე მონიტორს არ მოშორებიხართ, შეცვალეთ ფონი. გაიხედეთ ფანჯარაში, დატკბით ღრუბლებითა და მწვანე ხეებით – მიეცით თვალებს დასვენების საშუალება.
2. ფიქრები არ გაძლევთ მოდუნების საშუალებას? საუკეთესო გზა ფიზიკური ვარჯიშია. გააკეთეთ ჩაჯდომები, ივარჯიშეთ ჰანტელებით – 10 წუთში კვლავ მზად იქნებით მუშაობისთვის.
3. მოადუღეთ ერთი ფინჯანი არომატული ჩაი. უმჯობესია ლამაზ ჩაიდანში, რათა თავად პროცესისგანაც მიიღოთ სიამოვნება. დახვეწილი თეთრი ჩაიდანი Gorenje K17DWR (ტევადობით 1,7 ლ) სწორედ ასეთი მყუდრო მომენტებისთვისაა შექმნილი.
4. განტვირთეთ საღამო – ფურცელზე დღის ბოლომდე გასაკეთებელი მაქსიმუმ 3 საქმე ჩამოწერეთ. თუ მათ შორის ჭურჭლის რეცხვაც აღმოჩნდება, ეს საქმე თამამად მიანდეთ ჭურჭლის სარეცხ მანქანას Gorenje GS643C90W: ის იტევს 16 პერსონაზე გათვლილ ჭურჭელს და აღჭურვილია პროგრამების სრული ნაკრებით.
5. გამოყავით დღეში ერთი საათი სირბილისთვის ან სწრაფი ტემპით სეირნობისთვის. ეს ტონუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. სანამ თქვენ სუფთა ჰაერს სუნთქავთ, სარეცხი-საშრობი მანქანა Gorenje WDG2P854A3C2/C თქვენს ტანსაცმელს მოაწესრიგებს – ორთქლით დამუშავებისა და დაჭმუჭვნის საწინააღმდეგო ფუნქციის წყალობით, მათ გაუთოებაც კი თითქმის არ დასჭირდებათ.

თქვენ უკვე იყავით შვებულებაში ამ ზაფხულს?

21/08/2026

ზაფხულში დღე გრძელია და მზე უხვად ანათებს ოთახებს. სამზარეულოში შედიხართ და უნებლიეთ გეღიმებათ. თუმცა, როგორ შევინარჩუნოთ ეს განწყობა მთელი წლის განმავლობაში?

გვაქვს იდეა! სცადეთ ინტერიერში მუქი ფერების შეცვლა უფრო ღია და ჰაეროვანი ტონებით – თანაც არა მხოლოდ ავეჯში, არამედ საყოფაცხოვრებო ტექნიკაშიც.

მაგალითად, შეგიძლიათ შეკრიბოთ Gorenje-ს თეთრი ტექნიკის მთლიანი კომპლექტი. ის ქმნის ვიზუალური სიმსუბუქის ეფექტს, ეხამება ნებისმიერ ფასადს და არ საჭიროებს რთულ მოვლას.

ჩვენ წარმოვიდგინეთ, როგორ გამოიყურებოდა თანამედროვე სამზარეულო Gorenje-ს თეთრი ტექნიკით და მივხვდით: თეთრი – ეს არ არის უბრალოდ ფერი, ეს სულის მდგომარეობაა. ის გჩუქნით სივრცის, სიახლისა და ზაფხულის დილის სისუფთავის შეგრძნებას.

მაგალითად, შეგიძლიათ ერთმანეთს შეუხამოთ ღუმელი Gorenje BOS6737E06PWG და მიკროტალღური ღუმელი გრილით Gorenje BM251SG2WG – თანამედროვე, მრავალფუნქციური და ძალიან პრაქტიკული მოდელები.

თეთრი მაცივარი Gorenje NRK620161W4I იტევს თქვენს ყველა მარაგს და არ საჭიროებს გალღობას.

გამწოვი Gorenje WHI649EXGW არა მხოლოდ გაწმენდს ჰაერს, არამედ ინტერიერის ნამდვილ სამკაულად იქცევა.

ჩაიდანიც თეთრი უნდა იყოს, რომ ჰარმონია არ დაირღვეს – მოდელი Gorenje K17OPW ამისთვის იდეალურია!

თქვენ თუ მოგწონთ ღია ფერის ინტერიერი?

20/08/2026

აგარაკზე დასვენება – ეს არის საღამოები ბუხართან და ყავა ტერასაზე. თუმცა, იმისთვის, რომ იდილია არაფერმა დაარღვიოს, მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო წვრილმანებზე ზრუნვა.

ყველაზე დაუფასებელი, თუმცა ძალიან სასარგებლო ოთახი აგარაკზე – ეს არის სამრეცხაო.

მისი მოწყობით ბევრი რამ იცვლება:
1. სისუფთავე. წყალი დაიღვარება თუ სარეცხი ფხვნილი გაიბნევა – არაა პრობლემა. ყველა საოჯახო საზრუნავი კარს მიღმაა დამალული.
2. სივრცის ეკონომია. აბაზანა და სამზარეულო აღარ არის გადატვირთული საყოფაცხოვრებო ქიმიითა და სარეცხის კალათებით.
3. კომფორტი და წესრიგი. ყველაფერი ერთადაა: სარეცხი საშუალებები, საუთოო დაფა და შენახვის ჭკვიანი სისტემა.
4. ესთეტიკა. გასაშრობად გაფენილი ზეწრები და დასაუთოებელი ტანსაცმლის გროვა მეტად აღარ არღვევს სიმყუდროვეს.

ახლა კი დროა ვიფიქროთ ტექნიკურ აღჭურვილობაზე!

გააერთიანეთ სარეცხი მანქანა Gorenje WG694A11 და საშრობი მანქანა Gorenje DG69D ჭკვიან წყვილად აპლიკაცია ConnectLife.TRIR-ის მეშვეობით. ჩართეთ, დაასინქრონეთ და ადევნეთ თვალი რეცხვის ციკლს მაშინაც კი, როდესაც ბაღში ხართ ან მეზობლებთან ჩაის მიირთმევთ.
არსენალშია – პროგრამები ნებისმიერი ტიპის ქსოვილისთვის, დაჭმუჭვნისგან დაცვა და გაწმენდის ჭკვიანი სისტემა. ხოლო თუ დროში იზღუდებით – სწრაფი რეჟიმი გარეცხავს და გააშრობს ტანსაცმელს სულ რაღაც 68 წუთში.

ვინც უკვე შეაფასეთ სამრეცხაო ოთახის უპირატესობები, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში!

19/08/2026

დალაგება სხვადასხვაგვარია: სწრაფი, ყოველდღიური ან საფუძვლიანი. სწორედ ამიტომ, NEO-ს ხაზის თითოეულ მტვერსასრუტს თავისი ხასიათი აქვს – შეადარეთ თავად!

ვერტიკალური მტვერსასრუტი Gorenje SVC259400NES – მსუბუქი და მობილურია. ის ებრძვის მტვერს დანახვისთანავე. კონსტრუქცია „ორი ერთში“ იდეალურია როგორც იატაკისთვის, ასევე სავეჯისთვის. ინვერტორული ძრავი ენერგიას ეკონომიურად მოიხმარს, რაც უზრუნველყოფს ზუსტ კონტროლსა და მაქსიმალური შეწოვის სიმძლავრეს. მოხსნადი აკუმულატორი არ არის მიბმული ბაზაზე – დამუხტეთ ის იქ, სადაც თქვენთვის მოსახერხებელია.

მოდელი Gorenje SVC259441NFGO – ნამდვილი უნივერსალია ყოველდღიური დალაგებისთვის. ის ტექნოლოგიურია და დამატებით აღჭურვილია მტვრის საცმითა და მინი-ტურბოჯაგრისით ტექსტილისთვის. HEPA H13 ფილტრი აკავებს უმცირეს ალერგენებს, ხოლო ინტელექტუალური სენსორი თავად განსაზღვრავს, სად არის იატაკი უფრო ჭუჭყიანი და ავტომატურად არეგულირებს სიმძლავრეს.

Gorenje SVC296749NEBL – ეს არის მაქსიმალური სიმძლავრე და ავტონომიურობა დიდი სივრცეებისთვის. ჭკვიანი დოკ-სადგური ყველაფერს თავად აკეთებს: ცლის მტვრის კონტეინერს და მუხტავს დამატებით აკუმულატორს – მოწყობილობა ყოველთვის მზად არის სამუშაოდ. რბილი ჯაგრისი მოქნილი მილით ყველაზე მაღალ თაროებსაც კი მისწვდება, ხოლო ფუმფულა შინაური ცხოველების პატრონები აუცილებლად შეაფასებენ გრუმინგის კომპლექტს – თქვენი საყვარელი მეგობრის დავარცხნას შეძლებთ ისე, რომ ბეწვი იატაკზე არ აღმოჩდეს.

რომელი მოდელიც უნდა აირჩიოთ, დალაგება აღარასოდეს იქნება მოსაწყენი რუტინა. იმიტომ, რომ NEO — ეს არის კომფორტის ახალი დონე!

30/07/2026

ფუნთუშები, ხაჭაპურები, ღვეზელები – რა გემრიელობაა! სამწუხაროდ, ნაცხობი პროდუქტების სიყვარული ხშირად ზედმეტ კილოგრამებად იქცევა ხოლმე. ჩვენ გეტყვით, რით ჩაანაცვლოთ ხორბლის ფქვილი ისე, რომ შეინარჩუნოთ წვრილი წელი:

● ბრინჯის ფქვილი – არ შეიცავს გლუტენს. გამოდგება თხელი ცომისთვის, ნაზი ბლინებისა და ხინკლისთვის/პელმენისთვის.
● წიწიბურას ფქვილი – სასარგებლო ნივთიერებების საბადოა. აქვს მკვეთრი არომატი, რომელიც მადისაღმძვრელად იხსნება სახლურ ნამცხვრებში.
● მუხუდოს ფქვილი – ცილის ჩემპიონი. გამოირჩევა ნაზი თხილისებრი გემოთი და წებოვნებით – მასზე შესაძლებელია ლავაშების/კვერების მომზადება კვერცხის გარეშე.
● ქოქოსის ფქვილი – ნამდვილი აღმოჩენაა ტკბილის მოყვარულთათვის. შეიცავს მცირე რაოდენობით ნახშირწყლებს, ამიტომ მას იყენებენ ჯანსაღ დესერტებში, ხაჭოის კვერებსა და ორცხობილებში.
● ბოლოს კი სიურპრიზი – ღია ღვეზელების ძველი რეცეპტი (უყურეთ ვიდეოს). ცომისთვის ავიღოთ ჭვავის ფქვილი: მისგან ნახშირწყლები ნელა ითვისება, ხოლო შემადგენლობაში შედის ვიტამინები, მინერალები და უჯრედისი.

იმისთვის, რომ ტრადიციებმა არ გვიღალატოს, ვამზადებთ სუპერთანამედროვე ღუმელში Gorenje BP6138B.

მასში თავმოყრილია ყველაფერი იდეალური შედეგისთვის: მართვის პანელი VisionPlus რეცეპტებზე წვდომით, ავტოპროგრამები AutoBake, უზეთოდ შეწვა AirFry, თერმოზონდი, რომელიც გააკონტროლებს ხორცის მზადყოფნას, და მრავალი სხვა. სისუფთავეზე კი პიროლიტიკური წმენდა PyroClean იზრუნებს.

პროცესის მართვა დისტანციურადაც შეგიძლიათ – ConnectLife აპლიკაციის მეშვეობით.

თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია გამოცხობისას – სარგებელი, გემო თუ მომზადების სიმარტივე? დაწერეთ კომენტარებში!

პატარა სამზარეულოში ყოველი სანტიმეტრი მნიშვნელოვანია. ამიტომ, დღეს გაგიმხელთ საიდუმლოს, რომელიც დიზაინერებმა კარგად იცია...
24/07/2026

პატარა სამზარეულოში ყოველი სანტიმეტრი მნიშვნელოვანია. ამიტომ, დღეს გაგიმხელთ საიდუმლოს, რომელიც დიზაინერებმა კარგად იციან: სივრცის ეკონომიის გამო კომფორტის მსხვერპლად შეწირვა სულაც არ არის აუცილებელი.

1. თუ ორი კანფორა ცოტაა, ოთხისთვის კი ადგილი არ გყოფნით – შეავლეთ თვალი სამკანფორიან სამზარეულოს ზედაპირებს. მაგალითად, ინდუქციური მოდელი Gorenje GI4302BCE სულ რაღაც 45 სმ სიგანისაა, თუმცა მასზე თავისუფლად თავსდება ორი ქვაბი და ტაფა – ეს სრულიად საკმარისია მთელი ოჯახისთვის სადილის მოსამზადებლად.

2. ნუ იტყვით უარს ჭურჭლის ავტომატურ რეცხვაზე. კომპაქტური ჭურჭლის სარეცხი მანქანა Gorenje GV563C10 10 კომპლექტამდე ჭურჭელს იტევს. ამასთანავე, პროგრამების რაოდენობით ის არ ჩამოუვარდება სტანდარტულ 60-სანტიმეტრიან მოდელებს და დამატებით აღჭურვილია გაჟონვისგან სრული დაცვის AquaStop სისტემით.

დაზოგილი 15 სმ საშუალებას მოგცემთ გააფართოოთ სამუშაო ზონა სამზარეულოს მაგიდაზე, ქვემოდან დაამატოთ ჭურჭლის კარადები ან პრაქტიკული გამოსაწევი თარო ბოთლებისთვის.

როგორც ხედავთ, პატარა სამზარეულოში სივრცის ოპტიმიზაცია ფუნქციის დაკარგვის გარეშეც შესაძლებელია.

სივრცის ორგანიზების თქვენ რა ხერხი გაქვთ?

21/07/2026

ზაფხულში მაცივარში ნაყინის მარაგი აუცილებლად უნდა გქონდეთ. თუმცა, მას წარმატებით შეცვლის სემიფრედო – დახვეწილი ცივი დესერტი მზიანი იტალიიდან. გსურთ გასინჯვა?
კლასიკური რეცეპტი ათქვეფილ ნაღებს, კვერცხსა და შაქარს მოითხოვს, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ ვეგეტარიანულ ვერსიას: ათქვეფილი ნაღებისა და კრემ-ყველის უზადო დუეტს (ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მასკარპონე ან ნებისმიერი სხვა რბილი ყველი)

რეცეპტი, როგორც ყოველთვის, ვიდეოში გელოდებათ!
მომზადებას 15 წუთი დასჭირდება, დანარჩენს კი მაცივარი გააკეთებს.

მთავარია, ის იყოს ტევადი, საიმედო და კომფორტული, როგორც Gorenje NRS9186141XI:
• გაზომილი შიდა სივრცე არა მხოლოდ მეტ პროდუქტს იტევს – თქვენი ყველა შენაძენი თვალთახედვის არეში და კონტროლის ქვეშაა.
• საყინულე განყოფილებაში ყინული არ წარმოიქმნება – ეს ხომ NoFrost Plus-ია.
• ინვერტორული კომპრესორის წყალობით მაცივარი მუშაობს ჩუმად და ეკონომიურად.
• თუ დესერტისთვის ხილის დამატებას მოისურვებთ – მათთვის ადგილი CrispZone-ის ტევად განყოფილებაში მოიძებნება.
ათქვეფილ ნაღებზე მომზადებული გრილი დესერტი – იდეალური სასუსნავია ცხელი ზაფხულის დღეს. უბრალოდ თითებს ჩაიკვნეტთ!

ისე, ნაყინის რომელ სოუსს ანიჭებთ უპირატესობას – შოკოლადის, კენკრის თუ მარილიანი კარამელის?

ზაფხული დაიწყო, ახალი ბოსტნეული დღითიდღე მატულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა მივეძალოთ ვიტამინებს – და არა მხოლოდ სალათ...
06/07/2026

ზაფხული დაიწყო, ახალი ბოსტნეული დღითიდღე მატულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა მივეძალოთ ვიტამინებს – და არა მხოლოდ სალათების სახით.

აი, 5 მთავარი წესი, როგორ შევინარჩუნოთ მაქსიმალური სასარგებლო ნივთიერებები თერმული დამუშავებისას:
1. რაც უფრო მოკლეა გაცხელების დრო, მით უკეთესი – ბოსტნეული ჩაყარეთ მდუღარე წყალში ან შედგით უკვე გაცხელებულ ღუმელში.
2. კანი ინარჩუნებს მინერალურ ნივთიერებებს – კარტოფილი, ჭარხალი და სტაფილო მოხარშეთ კანიანად.
3. ბოსტნეულის ნახარშში ვიტამინებისა და მიკროელემენტების ლომის წილი გადადის – გამოიყენეთ იგი სუპებისა და სოუსებისთვის.
4. ცხიმები მტერი არ არის: ვიტამინები A, D, E, K მათ გარეშე არ შეიწოვება. უბრალოდ დაამატეთ ერთი კოვზი მცენარეული ზეთი მზა კერძს.
5. დაიცავით ბოსტნეულის შენახვის რეჟიმი – ზომიერად გრილი და ტენიანი.
მაგრამ არსებობს მეექვსე წესიც – აირჩიეთ Gorenje-ს ტექნიკა, რომლითაც მომზადება მარტივი და კომფორტულია!

თქვენ რა საიდუმლოებები გაქვთ ჯანსაღი კვებისათვის?
დაწერეთ კომენტარებში!

Address


Alerts

Be the first to know and let us send you an email when Gorenje Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Want your business to be the top-listed Shop?

Share