30/11/2025
რატომ ფიზიკური წიგნი? მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია: ფიზიკური წიგნის კითხვისას, საკითხების ჩანიშვნისა და შეხების დროს, ინფორმაცია ბევრად ღრმად იბეჭდება მეხსიერებაში და არ გვავიწყდება. ესთეტიური სიამოვნება კი სწავლის პროცესს ორმაგად სასიამოვნოს ხდის.
გამარჯობა, მე ვარ სანდრო კვიჟინაძე.
ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ბავშვობიდან ვასწავლი პროგრამირებას ხშირად ჩემზე უფროსებსაც კი.
მახსოვს, როცა კოდის წერას ვიწყებდი, ძალიან მინდოდა ხელში მჭეროდა პროგრამირების ფიზიკური წიგნი. ეკრანთან ჯდომა ერთია, მაგრამ სულ სხვა შეგრძნებაა, როცა წიგნს გადაშლი, მნიშვნელოვან ადგილს ჩანიშნავ და ფურცლის სურნელს იგრძნობ. სწორედ ამ ოცნების და სურვილის შედეგია ეს წიგნიც.
დეტალები წიგნის შესახებ: მოცულობა: 317 გვერდი ფასი: 60₾
გულწრფელად გეტყვით — ფასი განპირობებულია მცირე ტირაჟით. თითოეული შეძენილი წიგნი არის მხარდაჭერა, რომ გავაგრძელო ეს საქმე.
📦 გვაქვს მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით.
ვისაც გაინტერესებთ სარჩევი და დეტალები: 📩 მომწერეთ პირად შეტყობინებაში ან დატოვეთ კომენტარი და დეტალურ ინფორმაციას გამოგიგზავნით.
#ქართულიწიგნი #ისწავლეპროგრამირება