სადამი • SADAMl

სადამი • SADAMl Salome’s Book World

✨28 ოქტომბერი – ერთ-ერთი ყველაზე თბილი დღე ჩემს ცხოვრებაში✨სამშაბათი  დღე იყო მივიღე ერთი ულამაზესი ქალის შეტყობინება, რ...
30/10/2025

✨28 ოქტომბერი – ერთ-ერთი ყველაზე თბილი დღე ჩემს ცხოვრებაში✨

სამშაბათი დღე იყო მივიღე ერთი ულამაზესი ქალის შეტყობინება, რომელმაც მომწერა:

„წიგნის შეძენა მინდა — ჩემს გოგოს უნდა ვაჩუქო დაბადების დღეზე. ამაზე ძვირფასს ვერაფერს ვაჩუქებ, ვიცი, ძალიან მოეწონა და თუ შეძლებთ, წარწერასაც გაუკეთეთ.“

ეს მხოლოდ ერთი შეტყობინება არ იყო…
ეს იყო წამი, რომელმაც გულში ისეთი სითბო ჩამიდო, რომ მთლიანად გამინათა დღე.
მომცა სტიმული, ენერგია და ის განცდა, რომ ჩემი წიგნი უკვე ცოცხლობს — ადამიანთა გულებში. ❤️

დღეს ვემზადები, რომ წიგნი პირადად გადავცე.
გულწრფელად ვნერვიულობ — მეშინია, იმედები არ გავუცრუო…
ძალიან მინდა, რომ ამ გოგოს ჩემმა წიგნმა ერთი პატარა, ცხოვრებისეული ემოცია მაინც დაუტოვოს, ისეთი, რომელიც გულში დარჩება. ❤️🙏

#წიგნი #სიყვარული #დედაშვილობა #სალომეზოიძე

გიფიქრია, რამდენჯერ გქონია მომენტი, როცა ერთ წერტილს აშტერდები და საკუთარ თავში დაკარგულ “მე”-ს ვეღარ პოულობ?რამდენჯერ გ...
19/10/2025

გიფიქრია, რამდენჯერ გქონია მომენტი, როცა ერთ წერტილს აშტერდები და საკუთარ თავში დაკარგულ “მე”-ს ვეღარ პოულობ?
რამდენჯერ გიგრძვნია აჩქარებული გულის ფეთქვა — როგორ აღწევს საოცარი რიტმი შენს ყურამდე, და გგონია, რომ გული სხეულიდან ამოვარდება, მიწას დაენარცხება… თითქოს ეს იქნება მისი ბოლო ამოსუნთქვაც და კვნესაც.

ვერ ეგუები ტკივილს, რომელიც ხავსივით ეწებება შენს სხეულს.
ცდილობ მოიშორო, მთელი ძალით ცდილობ, მაგრამ გრძნობ — ხორცს გგლეჯს, და ტკივილი უფრო ღრმად აღწევს შენში.

ბოლოს ნებდები.
ამბობ: „უიმედოა ყოველი მცდელობა… ეს ტკივილი არასოდეს გაქრება ჩემი სულისა და სხეულის სიღრმიდან.“

ერთხელ ყველა დავფიქრებულვართ — რა დიდი სკივრია ჩვენი გული.
სკივრი, რომელიც თამამად ინახავს დარდსა და ტკივილს,
ხოლო სულის სიღრმეში გაბმული ძალით ვცდილობთ, გავუმკლავდეთ მათ.

გინდა ეს სკივრი გააღო და სამუდამოდ გაათავისუფლო შენი გული ყველა ტკივილისგან —
მაგრამ არ გამოგდის.
რამდენჯერ სცადე — უშედეგოდ.

ყველა სევდა ჩაბღაუჭებულა შენი გულის თითოეულ კუნჭულში.
გგონია, თითქოს სამუდამოდ გადაწყვიტეს იქ დამკვიდრება.
მაგრამ არა — ასე არ არის.

ბოლოს, საოცარი ძალით, რომელსაც რწმენა ჰქვია,გეხმარება გაუშვა ყველა ტკივილი,
რომელიც უსამართლოდ დაბუდებულა შენს სხეულში
და ცხოვრების სილამაზეს გიკარგავს.

დიახ — ცხოვრების დაკარგვა…
რა უცნაურია, არა?
რამდენ ადამიანს დაუკარგავს საკუთარი ცხოვრება
არასწორი მოვლენებისა და უსამართლო ადამიანების გამო.

მაგრამ უნდა გეყოს ძალა —
ჯანდაბაში მოისროლო ყველაფერი, რაც შენს სულს ამძიმებს,
და სცადო ხელახლა იპოვო, შეიგრძნო და დააფასო შენი სიცოცხლე.

დიახ, დააფასო.

ყველა ტკივილი უნდა შეაგროვო ხელისგულებში —
მკაცრად მოუჭირო ხელი, რომ კვლავ არ დაგისხლტნენ
და ისევ არ დაიბუდონ შენს გულში.
ხელისგულებს მაგრად უჭერ —
შენივე ძალით, გამოცდილებითა და სიმტკიცით.

და შემდეგ — შორს უნდა მოისროლო,
სამყაროს იმ კუთხეში, სადაც ვეღარასდროს შეგეხებიან.

დამიჯერე, როცა ეს მოხდება — ღრმად ამოისუნთქავ
და ჩუმად იტყვი:
„მადლობა, სამყაროს, რომ მეყო ძალა აქამდე მოვსულიყავი.“

„ეს არის ისტორია ერთი ჩვეულებრივი ქალის შესახებ, რომელმაც გვასწავლა, რომ იმედის ძალა ყველაზე ბნელ დღეებსაც ანათებს.“

დღეს უკვე ათობით მკითხველმა გამიზიარა თავისი ემოციები.
თითოეულს გულით მადლობას გიხდით —
თქვენი სიტყვები მაძლევს ძალას გავაგრძელო გზა, რომელიც სიყვარულით დავიწყე. 💫

ალბათ ყველა ადამიანს აქვს მომენტი, როცა ფიქრობს, რომ ცხოვრების ისეთ ეტაპზეა, სადაც არაფერი გამოსდის და თითქოს ერთ წერტილ...
30/09/2025

ალბათ ყველა ადამიანს აქვს მომენტი, როცა ფიქრობს, რომ ცხოვრების ისეთ ეტაპზეა, სადაც არაფერი გამოსდის და თითქოს ერთ წერტილში ჩერდება… შემდეგ კი ეშინია, რომ ეს გაჩერება ზედმეტად დიდხანს გაგრძელდება. მაგრამ სწორედ ასეთ დროს იბადება ახალი ძალა – ძალა, რომელიც მოგვიანებით გზას გვიჩვენებს და გვასწავლის, რომ ყოველი გაჩერება მხოლოდ დასაწყისია ახალი მოძრაობის, ახალი შესაძლებლობებისა და ახალი წარმატებების

მაშინ, როცა მეგონა, რომ ყველაფერს წერტილი დაესვა,რომ ეს ბოლო მცდელობა იყო და ძალა აღარ მრჩებოდა…
როცა ვფიქრობდი, დრო იყო დავნებებულიყავი -სევდიანი, უსულო თვალებით ერთ წერტილს მივაშტერდი.

იქ, ფანჯრისკენ, იდო ჩემი შვილის საყვარელი სათამაშო- ლომი.

ვუყურებდი მას და შორიდან ჩამესმოდა მისი ტკბილი ხმა:
„დედა, დღეს თომას დაბადების დღე იყო და იცი, მიკი მაუსი დავინახე…“
„დედა, ჩემი დაბადების დღე რომ მოვა, ლომის ტორტს გამიკეთებ?"

ხმები ნელ-ნელა ახლოვდებოდა, სულ უფრო მკაფიოდ ჩამესმოდა.
მივედი სათამაშოსთან და მოვეფერე.

მოვეფერე…
რადგან იმ დილით გავიგონე როგორ უთხრა ჩემმა შვილმა:
„ბაღში მივდივარ, შემ დამელოდე აქო“.
ფანჯარასთან დატოვა ლომი და წავიდა.

ჩავიკარი გულში.
ჩავიკარი იმიტომ, რომ მისი სუნთქვა მენატრებოდა,
ჩავიკარი იმიტომ, რომ დაღლილ გულს მისით სურდა ეცოცხლა.

და იმ წამს ვიგრძენი —სხვა სამყაროდან უცნაური ძალა გადმოვიდა ჩემში.
ძალა, რომელმაც ფეხზე დამაყენა.
მაშინ მივეცი საკუთარ თავს პირობა:
შეუძლებელსაც კი შესაძლებლად ვაქცევდი.

ფურცლებზე ჩამოვწერე ოცნებები…
და მათი ასრულება დავიწყე.
დღეს, როცა თითოეულ ოცნებას ფრთებს ვასხამ,
სიამაყით ვუყურებ ჩემს შვილებს.

მახსოვს ის დღეც, ექვსი წლის შემდეგ,
როცა ისევ დავიწყე წერა.
საწერ მაგიდაზე ჩემს წინ ის სათამაშო ლომი დავიდე.

პირველად, როცა ერთი ფურცელი ჩავამთავრე, ჩემს მეუღლეს წავუკითხე და შეშინებული თვალებით ვუყურებდი, რას მეტყოდა. თუმცა რამის თქმაც აღარ იყო საჭირო — მისი სახის ყველა ნაკვთი მეუბნებოდა, რომ უნდა გამეგრძელებინა. და მაინც, იმედის მომცემი იყო მისი სიტყვები — „გააგრძელე“ —
ყველაზე კარგი ის იყო, რომ მას ზუსტად ესმოდა, რას ვგრძნობდი, რას განვიცდიდი, და არასოდეს მაძლევდა დანებების უფლებას.

ვწერდი მთელი ძალით,
ყოველ სიტყვაში ჩემი შვილების სახეს ვხედავდი, მათი სიყვარული იყო ჩემი შთაგონება.
ვუყურებდი შვილების ფოტოს,ვუყურებდი ჩემი შვილის სათამაშოს-ლომს და საოცარი ენერგიით ვივსებოდი.

ახლა კი აქ ვარ…ამ გზაზე, რომელიც სავსე იყო უძილო ღამეებით, გადაღლითა და სტრესით.
მაგრამ
ყველაფერი ამად ღირდა ..

მაშინ როცა მეკითხებიან ორ პატარა ბავშვში „როდის მოასწარი? როგორ ახერხებ ამდენს…“
მეღიმება.. შემდეგ კი ჩემს ფიქრებთან გავიპარები და ჩემი სულის შიგნით გამოკიდულ გულს სათითაოდ სისხლძარღვებს ვუკოცნი, რადგან მასში ჩემი შვილებისადმი უძლიერეს გრძნობას ვაცოცხლებ…

დიახ, ბევრი უძილო ღამე,
დიახ, ბევრი დავიწყებული ჭამა,
დიახ, ბევრი გადაღლა და სტრესი,
მაგრამ ამათზე ძლიერი რამ არსებობს…
და ეს ჩემი ძლიერი სურვილია..

მახსოვს ერთმა ადამიანმა მკითხა, როცა ჩემი წიგნი წაიკითხა:
„როგორ განიცდი ამხელა ემოციებს?.. რა იყო მიზეზი, რის გამოც დაწერე?“

მიზეზი ერთია, მაგრამ სიღრმისეულად პირადი:
საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში შემომეპარა. მეშინოდა, რომ მისი ჯანმრთელობის პრობლემას ვერ მოერეოდა და მარტო დავრჩებოდი. სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ერთ დღეს ის შეიძლება დამეკარგა და წარმომედგინა, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება იმ სამყაროში, სადაც ის აღარ მეყოლებოდა…
შიში ისეთი შემზარავი აღმოჩნდა, თითქოს ბნელ ზღვის ხეობაში ვიხრჩობოდი, სადაც ყოველ ნაბიჯს ქარი მიჭერდა, მაგრამ დღეს, ღმერთის წყალობით, ის კარგად არის.

მაგრამ მაინც არის მომენტები, როცა იმ შეშინებულ სალომეს ვხვდები, რომელმაც საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში გამოიარა. მისი თვალები ისევ სევდისა და იმედის შერევით სავსეა, და სწორედ ეს თვალები მახსენებს, რატომ უნდა ვწერდე.

დიახ, სწორედ ეს გახდა ჩემი მოტივაცია.
ეს წიგნი მოგვითხრობს ძლიერ ქალზე, რომელმაც მრავალი რთული გზა გაიარა, მაგრამ არ დანებდა. რომელმაც ცხოვრება თავისი სევდისა და ტკივილის მიუხედავად, ღირსეულად გაიარა.
ეს წიგნი ერთი უბრალო ქალის სიმტკიცის, იმედის და სიყვარულის შესახებაა..

ზუსტად ორ დღეში გაიყიდა ჩემი წიგნის თითქმის 100 ეგზემპლარი! 🫶
სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი საოცარი იყო თითოეულ მკითხველთან შეხვედრა, თითოეული გულწრფელი ემოცია…

გმადლობთ ყველას! თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის უსაზღვრო ბედნიერებაა. გთხოვთ, ვინც უკვე წაიკითხეთ, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები წიგნზე. 💛

მახსოვს მშობლებთან თანაცხოვრების  წლები — სტუდენტი ვიყავი.ერთ დღეს მამაჩემმა ფული მომცა და მითხრა:„შვილო, აიღე, რამე რომ...
24/09/2025

მახსოვს მშობლებთან თანაცხოვრების წლები — სტუდენტი ვიყავი.ერთ დღეს მამაჩემმა ფული მომცა და მითხრა:
„შვილო, აიღე, რამე რომ დაგჭირდეს, გქონდეს.“

დედაჩემი შორიდან გვიყურებდა, მერე კი ვეღარ მოითმინა, მომიახლოვდა და სიცილით მითხრა:
„თუ ეს ფული ისევ წიგნებში დახარჯე, იცოდე, სახლში აღარ შემოგიშვებ!“
მამაჩემმა კი მხარზე ხელი დამადო და ნაზად მითხრა:
„ნუ მოუსმენ, შენ როგორც გინდა, ისე გამოიყენე.“

ვერასოდეს ვიფიქრებდი მაშინ, რომ წლები გავიდოდა და ერთ დღეს საკუთარ წიგნს დავიჭერდი ხელში.

ყოველთვის მიყვარდა წიგნის სურნელი, მაგრამ წარმოუდგენლად საოცარია, როცა საკუთარი ემოციებით დაწერილი წიგნის სურნელი გხვდება.

დღეს ვხვდები, რომ არც ერთი თეთრად გათენებული ღამე,არც ერთი დავიწყებული ჭამა, არც ერთი გამოტოვებული გართობის შესაძლებლობა ან დასვენება,არ მენანება. ყველაფერი, რაც ჩენს წიგნში ჩავდე, ღირდა იმ ემოციისთვის, რასაც ახლა ვგრძნობ.

ცხოვრება საოცრად ღრმა ყოფილა… წლები გადის და როცა საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ჩაეშვები, ხვდები, რამდენად სხვა ფერებით იშლება ეს გზა — ემოციებით, სითბოთი და დაუვიწყარი სიღრმით.
🙏..

📖 ძვირფასო მეგობრებო,ამ კვირის ბოლოს ჩემს ხელში იქნება ჩემი პირველი წიგნი — ოცნება, რომელსაც დიდი ხანია ველოდი. თქვენც ა...
23/09/2025

📖 ძვირფასო მეგობრებო,

ამ კვირის ბოლოს ჩემს ხელში იქნება ჩემი პირველი წიგნი — ოცნება, რომელსაც დიდი ხანია ველოდი. თქვენც აუცილებლად გავიზიარებთ იმ ემოციებს, რისთვისაც უკვე აქედანვე ემზადება ჩემი გული. 🩷

პირველი 100 ექსკლუზიური ეგზემპლარი გაიყიდება 25 ლარად, თითოეული — ჩემი ხელმოწერით.

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებებში ან ჩემს ახალ ფეისბუქ გვერდზე, სადაც წიგნის შესახებ ყველა სიახლეს გაგიზიარებთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულსა და სიყვარულს.

გული ვერ ისვენებს ❤️‍🔥„ოცნებასა და რეალობას შორის მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა.მანამდე კი გიზიარებთ პატარა ფრაგმენტს ჩემი ...
18/09/2025

გული ვერ ისვენებს ❤️‍🔥

„ოცნებასა და რეალობას შორის მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა.
მანამდე კი გიზიარებთ პატარა ფრაგმენტს ჩემი წიგნიდან, რომელიც მალე თქვენს ხელშიც იქნება. “ 📖

Address

ჯავახიშვილი
Batumi
6004

Telephone

+995595121260

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სადამი • SADAMl posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to სადამი • SADAMl:

Shortcuts

Share