16/06/2026
სიახლე - ქართული ჭაჭა • 𝐆𝐄𝐌𝐒𝐓𝐎𝐍𝐄 𝐂𝐎𝐋𝐋𝐄𝐂𝐓𝐈𝐎𝐍
ქართული პრემიუმ ჭაჭის ახალი კოლექცია, რომელიც დისტილაციის ტრადიციას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გამორჩეულ დიზაინს აერთიანებს.
კოლექციის იდეა დაიბადა სურვილიდან, ჭაჭის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ახალ, თანამედროვე და საერთაშორისო ფორმატში წარმოგვეჩინა. სერიის განვითარებაზე ქართველ ტექნოლოგებთან ერთად იმუშავა დისტილაციის საერთაშორისო კონსულტანტმა - Master Distiller Lorenzo Ferretti-მ.
კოლექცია შეიქმნა სპეციალური Triple Fraction Distillation მეთოდით - სამმაგი ფრაქციული დისტილაციის პროცესი, რომლის დროსაც განსაკუთრებული სიზუსტით ხდება დისტილატის საუკეთესო ფრაქციების შერჩევა. შემდგომ ეტაპზე დისტილატი გადის Crystal Purity Filtration პროცესს, რაც სასმელს განსაკუთრებულ სისუფთავეს, რბილ ტექსტურასა და დახვეწილ სტრუქტურას ანიჭებს.
𝐆𝐄𝐌𝐒𝐓𝐎𝐍𝐄 𝐂𝐎𝐋𝐋𝐄𝐂𝐓𝐈𝐎𝐍 შთაგონებულია ძვირფასი ქვების ესთეტიკით.
𝐉𝐀𝐃𝐄 𝐒𝐏𝐑𝐈𝐍𝐆 - ცოცხალი, არომატული და ელეგანტური ხასიათით.
𝐑𝐔𝐁𝐘 𝐌𝐎𝐔𝐍𝐓𝐀𝐈𝐍 - კლასიკური ძალით, სისუფთავითა და გამოკვეთილი სტრუქტურით.
გამორჩეული დიზაინითა და კოლექციური ხასიათით, 𝐆𝐄𝐌𝐒𝐓𝐎𝐍𝐄 𝐂𝐎𝐋𝐋𝐄𝐂𝐓𝐈𝐎𝐍 იდეალური არჩევანია სასაჩუქრედ - მათთვის, ვინც აფასებს ხარისხიან ქართულ პროდუქტს თანამედროვე, პრემიუმ ფორმატში.
📍მისამართები:
* ტბელ აბუსერიძის N22, Black Sea Mall
* კ. გამსახურდიას #24