14/07/2026
საუკეთესო ნაკრები არდადეგებზე განვლილი მასალის გასამეორებლად.
წიგნები მოიცავს რამდენიმე საგანს-კომბინირებულად.
„ვიმეცადინოთ არდადეგებზე“ სავარჯიშოებითა და ფერადი ილუსტრაციებით მდიდარი გამოცემაა. ის მოიცავს: მშობლიური ენის, მათემატიკის, ბუნების, ქცევის წესების, ხელოვნების, მუსიკის შესახებ შედგენილ სავარჯიშოებს, თამაშებსა და დავალებებს, ასევე, კვებასთან, ჯანმრთელობასთან, მოძრაობის წესებთან, გართობასა და თამაშთან დაკავშირებულ აქტივობებს. სავარჯიშოები იმგვარად არის შედგენილი, რომ ხელი შეუწყოს ამ ასაკისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების განვითარებას. პატარებს უთუოდ გაუადვილდებათ სახალისო სავარჯიშოებზე მუშაობა. წიგნი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად არის შედგენილი.
სერია „ნაბიჯ-ნაბიჯ“ განკუთვნილია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის და მოიცავს საგანმანათლებლო წიგნებსა და დავალებების კრებულებს, რომლებიც ეხმარება მათ ცოდნის განმტკიცებასა და მომავალი სასწავლო წლისთვის უკეთ მომზადებაში.
კრებული სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ:
✔ მოსწავლეებმა გაიმყარონ წინა კლასში მიღებული ცოდნა და მოტივირებულნი შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს;
✔ მასწავლებლებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეაფასონ მოსწავლეთა აკადემიური მზადყოფნა და ცოდნის დონე;
✔ მშობლებმა აქტიურად ითანამშრომლონ ბავშვებთან, თვალყური ადევნონ მათ პროგრესს და საჭიროების შემთხვევაში გაუწიონ მხარდაჭერა.
დავალებები მრავალფეროვანია შინაარსით, გასაგებია ფორმით და სახალისოა შესასრულებლად. წიგნის ბოლოს წარმოდგენილია თვითშეფასების ცხრილები, რომელიც მოსწავლეებს მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში ეხმარება, ხოლო მშობლებსა და მასწავლებლებს – პროცესისა და შედეგის შეფასებაში.
კრებული გაწერილია რვა კვირაზე, ბოლოს კი მოცემულია შემაჯამებელი დავალებები, ანუ სულ კრებულზე სამუშაოდ საჭიროა რვა-ცხრა კვირა, რაც სავსებით აკმაყოფილებს რემედიაციის პროგრამის მოთხოვნებს.
„ნაბიჯი წინ“ – სანდო მეგზური სწავლასა და განვითარებაში. კრებული ეფექტიან მხარდაჭერას გაუწევს მასწავლებლებს სწავლის დაწყების პირველივე კვირებში წინა წლის მასალის ათვისების ხარისხის შემოწმებისა და სისტემატიზაციის პროცესში.