Nile

Nile წიგნების ონლაინ მაღაზია, ყველა გემოვ?

ჩვენ ვართ წიგნების ონლაინ მაღაზია, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად, რომელიც უახლოეს დროში მოგეწოდებათ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. ჩვენი ორგანიზაცია, სრულიად ორიენტირებული არის მომხმარებლის ინტერესებზე რომელში, თქვენ თავადაც ძალიან მალე დარწმუნდებით.
ორგანიზაცია ჯერ მცირე ზომის არის, თუმცა დაკომპლექტებული არის პროფესიონალი და მოტივირ

ებული ადამიანებით.
ჩვენს ორგანიზაციას აქვს საკუთარი Email მისამართი, სადაც შეგიძლიათ მოგვმართოთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ჩვენი წარმომადგენელი აუცილებლად მოგაწვდით შესაბამის პასუხს. [email protected].
ასევე ჩვენ გვაქვს დახურული ჯგუფი, სადაც ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ გაწევრიანდნენ და სხვადასხვა სახის ბონუსები და საჩუქრები მიიღონ, სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებებთან ერთად.

ფრანც კაფკა ის მწერალია, რომელმაც მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, მსოფლიო ლიტერატურაში უდიდესი კვალი დატოვა. კაფკას სიცო...
07/10/2021

ფრანც კაფკა ის მწერალია, რომელმაც მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, მსოფლიო ლიტერატურაში უდიდესი კვალი დატოვა. კაფკას სიცოცხლეში აღიარება არ მოუპოვებია. მეტიც, რომ არა მწერალი მაქს ბროდი სიცოცხლის შემდეგაც უცნობი დარჩებოდა ფართო საზოგადოებისთვის, რადგანაც კაფკამ სიკვდილის წინ მაქს ბროდს თავისი ნაწარმოებების განადგურება სთხოვა. საბედნიეროდ, ბროდმა მეგობრის უკანასკნელი თხოვნა არ შეასრულა. ფაქტია, ამით მხოლოდ ლიტერატურამ გაიმარჯვა.

"ეს კაცი... სულს გვიფორიაქებდა, ლოდივით გვაწვა გულზე და, გულახდილად რომ გითხრათ, ამ გრძნობას დღემდე თავი ვერა და ვერ დავ...
07/10/2021

"ეს კაცი... სულს გვიფორიაქებდა, ლოდივით გვაწვა გულზე და, გულახდილად რომ გითხრათ, ამ გრძნობას დღემდე თავი ვერა და ვერ დავაღწიე. ტრამალის მგელს ღამღამობით ეხლაც ვხედავ ხოლმე სიზმარში და ვგრძნობ, რომ თვით მისი არსებობაც კი თითქოს მბოჭავს და სულის სიმშვიდეს მაკარგვინებს, თუმცა კი ნამდვილად ძალიან მიყვარს". აი, ასე წარუდგინა ჰესემ მკითხველს ჰარი ჰალერის ჩანაწერების გამომცემლის პირით თავისი ნაწარმოების პერსონაჟი - ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი, რომელშიც ადამიანური და მგლური მარტოსულობა შერწყმულიყო. მკითხველმაც ალბათ ასევე მიიღო, ყოველ შემთხვევაში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მეტისმეტად ინტელექტუალური ლიტერატურით გატაცებულმა გერმანიამ ერთბაშად აიტაცა და შეიყვარა ეს წიგნი. თუმცა, ჰესე ფიქრობდა, "ტრამალის მგელს" ხშირად არასწორად იგებენო. ასეა თუ ისე, იუნგის თეორიის მიხედვით შექმნილი ეს წიგნი დღესაც აშფოთებს ადამიანთა სულებს.

არასრულწლოვანი სადისტი საკუთარ ამბავს მოგვითხრობს, როგორი სისასტიკით აუპატიურებს, კლავს, ასახიჩრებს,როგორ გადის საკუთარი...
02/10/2021

არასრულწლოვანი სადისტი საკუთარ ამბავს მოგვითხრობს, როგორი სისასტიკით აუპატიურებს, კლავს, ასახიჩრებს,როგორ გადის საკუთარი ნებით ფსიქო-რეაბილიტაციის კურსს ძალადობის ინსტინქტის ჩასახშობად და როგორ გახდება თავად არანაკლებ სადისტური მეცნიერული ექსპერიმენტის მსხვერპლი.

🥳🥳🥳 ჯაბა ზარქუას კიდევ ერთი შედევრი, პოსტაპოკალიპტურ სამყაროზე"მკითხველი უნდა მოკვდეს“ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განე...
30/09/2021

🥳🥳🥳 ჯაბა ზარქუას კიდევ ერთი შედევრი, პოსტაპოკალიპტურ სამყაროზე
"მკითხველი უნდა მოკვდეს“ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება. მოქმედება ვითარდება მომავალში, XXII საუკუნის დასაწყისში. მსოფლიო ორად არის გაყოფილი _ მესამე რაიხის იმპერია და მცირე სახელმწიფოები, რომელთაგან ერთ-ერთია ვარმშტადი. ისევე როგორც იმპერიაში, პოსტრევოლუციურ ვარმშტადშიც კვებავენ ხალხს ეროვნული პროპაგანდით. ორი რეჟიმი არსით ერთმანეთს ჰგავს, თუმცა ერთი რამით მაინც განსხვავდება _ ვარმშტადული რეჟიმი უნიკალურია მსოფლიო დიქტატურულ რეჟიმებს შორის, რადგან იქ ადამიანების მორჩილებას წიგნების საშუალებით ცდილობენ და მათ განათლებულ მონებად, რეჟიმის მსახურებად გადაქცევას ახერხებენ კიდეც. თითქოს ყველაფერი წყნარად მიდის და იმპერიაც ვარმშტადის სამხედრო ანექსიას არ ჩქარობს... ეს მხოლოდ სიჩუმეა ქარიშხლის წინ! იმპერიის ერთ-ერთ გამორჩეულ მეცნიერს ვერაგი გეგმა აქვს შემუშავებული _ მართული ამბოხის თეორია, რომლის პრაქტიკული განხორციელებაც ვარმშტადში დაიგეგმება; ხოლო თუ ექსპერიმენტი გაამართლებს „თავისუფალი, მეამბოხე ადამიანის“ ცნება წარსულს ჩაბარდება.

🦋🦋🦋 ჯაბა ზარქუას კიდევ ერთი უნიკალური ნაწარმოები. მისი ჩახლართული აზროვნების ამოხსნის კიდევ ერთი გზაა. ნამდვილად გირჩევთ...
30/09/2021

🦋🦋🦋 ჯაბა ზარქუას კიდევ ერთი უნიკალური ნაწარმოები. მისი ჩახლართული აზროვნების ამოხსნის კიდევ ერთი გზაა.
ნამდვილად გირჩევთ წაკითხვას.!!!!
ჯაბა ზარქუა დაიბადა 1988 წელს. სწავლობს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში. რამდენიმე წელია წერს მოთხრობებს. მონაწილეობს ლიტერატურულ კონკურსებში. 2009 წელს გახდა ლიტერატურული კონკურსის "ალუბლობა 2009" პირველი პრემიის მფლობელი; 2010 წელს ლიტსახელების კონკურსში "მეტრო" მოიპოვა პირველი ადგილი; მისი მოთხრობები შესულია კრებულებში: "წერო", "თხუთმეტ-თხუთმეტი" და "15 საუკეთესო". "ვარმშტადული პარადოქსი" ჯაბა ზარქუას პირველი კრებულია.

🤩🤩🤩🤩 კიდევ ერთი მისტიური ჟანრის წიგნი დაგვემატა.მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნის „Das Schloss“-ის შემოქმედს, ფრანც...
30/09/2021

🤩🤩🤩🤩 კიდევ ერთი მისტიური ჟანრის წიგნი დაგვემატა.
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნის „Das Schloss“-ის შემოქმედს, ფრანც კაფკას ზოგი კრიტიკოსი ასე იხსენიებს: „გერმანელი მწერალი, ავსტრიელი მოხელე, ებრაელი ტანჯული, ჩეხეთის მოქალაქე“ ... გენიოსები, საერთოდ, არ ეკუთვნიან ერთ რომელიმე ერს, ისინი ერთა ზედა დგანან, ან უკლებლივ ყველა ერთან არიან წილნაყარნი. და ამ იდუმალებით მოცული წილნაყარობის იშვიათი მაგალითია კაფკას დაბადებამდე მრავალი საუკუნით ადრე შექმნილი ქართული ხალხური ლექსი, რომელიც ზედმიწევნით ესადაგება კარვერშეღებული „გოდოლის“ ქარგას: „რა ვქნისა“ ციხე ავაგე, ჯავრი შევაბი კარადა, საიქიოდან მოვიდნენ ამ ციხის სანახავადა... ბევრი უარეს ციხესა, კარ ვერ გატეხეს ძალადა, მემრე თქვეს: დრო რო მოალის, კარ გაიღება თავადა!“ არსებითად, „Das Schloss“, თავისი ოდინდელი მნიშვნელობით, ქართულად ციხეს ესატყვისება. მაგრამ, ვინაიდან ეს ცნება დღესდღეობით საპყრობილესთან არის გაიგივებული, ხოლო ციხე-დარბაზსა და კოშკს რამდენადმე განსხვავებული დატვირთვა აქვთ, ჩვენ „Das Schloss“-ის ქართულ შესატყვისად „გოდოლი“ ვამჯობინეთ.

“იესოს ბავშვობა” კუტზეეს რიგით მეთექვსმეტე რომანია. რომანში სამი გამოკვეთილი პერსონაჟია,საიმონი,დევიდი და აინესი. წიგნში...
25/09/2021

“იესოს ბავშვობა” კუტზეეს რიგით მეთექვსმეტე რომანია. რომანში სამი გამოკვეთილი პერსონაჟია,საიმონი,დევიდი და აინესი. წიგნში მოქმედება ახალ სამყაროში ხდება,სამყაროში სადაც ხალხი ძველი ცხოვრებიდან,გონებაგაწმენდილები,წარსულდავიწყებულები ჩამოდიან და ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავენ. დევიდი,პატარა ხუთი წლის ბიჭი,ახალი ცხოვრებისკენ მომავალ გზაზე დედას კარგავს,ამიტომ გულკეთილი საიმონი ბიჭუნას დედის პოვნაში დახმარებას დაჰპირდება,თუმცა ბიჭს დედის შესახებ არაფერი არ ახსოვს,მაგრამ საიმონი დარწმუნებული,რომ მას პირველი დანახვისთანავე იცნობს,ასე შემოვა მათ ცხოვრებაში აინესი,რომელიც ბიჭის დედობაზე უარს არ იტყვის.🤓🤓

„ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის - უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი...
25/09/2021

„ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის - უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია. მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ. ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს წიგნის შექმნის ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებ საინტერესოა.

რიუნოსკე აკუტაგავა, გენიალური იაპონელი მწერალია, მის ღრმად ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ პროზას მრავალი თაყვანისმცემელი დ...
25/09/2021

რიუნოსკე აკუტაგავა, გენიალური იაპონელი მწერალია, მის ღრმად ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ პროზას მრავალი თაყვანისმცემელი და დამფასებელი ჰყავს. დრამატული და რთული ბიოგრაფიის მქონე ავტორმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სიცოცხლის ბოლო დღეებში კი დაწერა გენიალური ნაწარმოები "ცხოვრება იდიოტისა", რომლის წაკითხვაც,მის სხვა მოთხრობებთან ერთად ამ კრებულში შეგიძლიათ.

ცხრა წლის პეპი – პეპილოტა დელიკატესა ჟალუზინა რუკოლპიტნა გრძელწინდა, კაპიტან ეფრაიმის ასული – ცხენთან და მაიმუნთან ერთად...
25/09/2021

ცხრა წლის პეპი – პეპილოტა დელიკატესა ჟალუზინა რუკოლპიტნა გრძელწინდა, კაპიტან ეფრაიმის ასული – ცხენთან და მაიმუნთან ერთად ცხოვრობს პატარა ქალაქის გარეუბანში, ძველისძველ სახლში. ის არც სკოლაში დადის, არც გამრავლების ტაბულა იცის და სუფრასთან მოქცევის წესებიც ეშლება, მაგრამ მერე რა! სამაგიეროდ, ოქროს გული აქვს: მოწყენილებს ამხიარულებს, ცხოველებისა და პატარების მჩაგვრელებს რისხვად ევლინება, გასაჭირში ჩავარდნილებს კი დაუფიქრებლად ეხმარება.

თვალტანადი, გამჭრიახი, შესაშური ზომა-წონის დარბაისელი მამაკაცი – ეს კარლსონია, დაბალ-დაბალი, ჩასუქებული, გამოუსწორებლად ონავარი და ბაქია კაცუნა, რომელიც ზურგზე მიმაგრებული პროპელერით დაფრინავს და სახურავზე შემოსკუპებულ პატარა, მწვანედარაბებიან სახლში ცხოვრობს. გაგიკვირდა, რაც ახლა წაიკითხე?

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცი“ ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტო...
25/09/2021

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცი“ ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.

ბიძია თომა და სხვა უამრავი ადამიანი მონის მძიმე უღელს ატარებენ. თეთრკანიან ბატონთა უმრავლესობისობა შავკანიან მონას ადამი...
25/09/2021

ბიძია თომა და სხვა უამრავი ადამიანი მონის მძიმე უღელს ატარებენ. თეთრკანიან ბატონთა უმრავლესობისობა შავკანიან მონას ადამიანად არ თვლის. მათთვის სიყვარულსა და ადამიანურ ბედნიერებაზე ოცნება აკრძალულია. ბევრი მონა ეგუება ასეთ ცხოვრებას, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ბრძოლის გზას ირჩევენ. ბიძია თომა ცხოვრების გზაზე აღმოაჩენს, რომ ადამიანის მთვარი ფასეულობა სულია, რომელსაც ვერავინ იყიდის; ღირსება, რომელსაც ვერავინ წაართმევს; და შინაგანი თავისუფლება, რომელსაც, თუ მოინდომებს, მონობაშიც შეინარჩუნებს.

Address

Kutaisi

Opening Hours

Monday 21:00 - 06:00
Tuesday 09:00 - 06:00
Wednesday 09:00 - 06:00
Thursday 09:00 - 06:00
Friday 09:00 - 06:00
Saturday 09:00 - 06:00
Sunday 09:00 - 06:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Nile posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Nile:

Share

Category