11/09/2026
Პირველი და ყველაზე "განსაკუთრებული ხასიათის" შეჯიბრი 🔥🔥🔥
🇬🇪STEEL RIDGE PRECISION
NRL HUNTER-ის კლასის პურველი შეჯიბრი საქართველოში!
• ფორმატი, სადაც სიზუსტე, დაკვირვება, ტაქტიკური აზროვნება და პარტნიორთან სინქრონი ერთ შედეგში იყრის თავს.
🔥 10 გუნდი. 20 მსროლელი. უცნობი მანძილები და დისტანციები.
თითოეული გუნდი შედგება ორი მსროლელისგან:
🔹 Bolt Action — ერთი მსროლელი ბოლტიანი შაშხანით
🔹 GasGun — ერთი მსროლელი ნახევრადავტომატური კარაბინით
• 15 გასროლა
• 5 საფეხური
• შეჯიბრების განმავლობაში მონაწილეები სამიზნეების მდებარეობასა და დისტანციებს წინასწარ არ იცნობენ.
📍 მსაჯებისგან მიღებული ინსტრუქციის შემდეგ იწყება მთავარი გამოწვევა — სამიზნის აღმოჩენა, სიტუაციის შეფასება და დავალების ზუსტად შესრულება.
⚙️ ტექნიკური მოთხოვნები:
• იარაღის მაქსიმალური დასაშვები წონა: 7.26 კგ
•დაშვებულია შემდეგი დამხმარე მოწყობილობების გამოყენება:
• ტრიპოდი
• მონოპოდი
• სროლის ბალიში
• ბინოკლი
• მანძილმზომი
🎒 მნიშვნელოვანი წესი — აღჭურვილობის გადაადგილება:
ტურნირის განმავლობაში თითოეულ მონაწილეს ყველა დაშვებული დამხმარე მოწყობილობა + ნებისმიერი პირადი ნივთი ზურგჩანთით თან უნდა ჰქონდეს.
❗ აღჭურვილობის დატოვება,მეწყვილეზე ან სხვა პირზე გადაცემა ტურნირის მსვლელობისას აკრძალულია.
ეს ნიშნავს, რომ მონაწილემ მთელი ტურნირის განმავლობაში საკუთარი აღჭურვილობის ტარება, გადაადგილება და სწორად გამოყენება თავად უნდა უზრუნველყოს.
🏆 მხოლოდ 10 გუნდი
• ტურნირის სპეციფიკიდან გამომდინარე ადგილები მკაცრად შეზღუდულია და მასში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პირველი 10 რეგისტრირებული წყვილი.
💰 მონაწილეობის საფასური:
150 ₾ — ერთ მსროლელზე
📋 რეგისტრაციის წესი:
წყვილიდან რეგისტრაციას გადის მხოლოდ ერთი ადამიანი.
ორივე მსროლელის მიერ ცალ-ცალკე რეგისტრაცია საჭირო არ არის.
•რეგისტრაცია საბოლოოდ დადასტურებულად ჩაითვლება საწევრო თანხის სრულად გადახდის შემდეგ.
⏰ რეგისტრაცია იწყება კვირას, 20:00-ზე.ადგილები შეივსება პირველი 10 წყვილის რეგისტრაციისთანავე.
🤝 სპონსორები
Steel Ridge Precision-ის პირველი ტურნირი კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება.
ჩვენს პარტნიორებსა და სპონსორებს შორის იქნებიან ადგილობრივი მაღაზიები და ბრენდები, ასევე საერთაშორისო და ზუსტი სროლის სამყაროში ცნობილი ბრენდები.
• ტურნირის შესახებ სხვა დეტალური ინფორმაცია ცნობილი იქნება მხოლოდ მონაწილეებისთვის.
ეს მხოლოდ დასაწყისია.
West Front Range ზუსტი სროლის ახალი სტანდარტს ქმნის! 🎯