09/02/2026
🔥💡 საცხობი განყოფილების სწორი გამოყენებისთვის მიჰყევით ამ მარტივ რჩევებს:
🌡️ პირველ რიგში, ღუმელი სრულყოფილად გაათბეთ (350-400°C)
🍞 პურისთვის: 220-250°C
🥩 ხორცისთვის: 300-350°C
⏰ მნიშვნელოვანია თანმიმდევრობა:
1️⃣ თავდაპირველად მოამზადეთ კერძები, რომლებსაც ცხობისას მაღალი ტემპერატურა ესაჭიროება.
2️⃣ ხოლო შემდეგ, როდესაც ტემპერატურა დაეცემა, მოამზადეთ ისეთი კერძები, რომლისთვისაც მზადების პროცესი დაბალ ტემპერატურაზეა მიზანშეწონილი.
✅ დამატებითი რჩევები:
- მხოლოდ მშრალი ხე გამოიყენეთ (ტენიანობა 20%-ზე ნაკლები)
- ღუმელი მოკლე ნაჭრებით აავსეთ
- ნაცარი მოაშორეთ რეგულარულად
📞 ჩვენი ენერგოეფექტური ღუმელების შესაძენად და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 558 177 337
🌿 „ღუმელი ECO" - მეტი სითბო - ნაკლები ხარჯი
ℹ️ ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამაში ჩართული ენერგოეფექტური ღუმელების მწარმოებელი კომპანიების მარკეტინგული აქტივობები ხორციელდება პროექტ 'საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia"-ს ფარგლებში. პროექტი „ECO.Georgia" თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და საქართველოს მთავრობის მიერ და ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და GIZ-ის ერთობლივი ძალისხმევით.