ლინუსი ნათურების კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ტრადიციული და ინოვაციური პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს - საოფისე ნათურებიდან დაწყებული საცხოვრებელი სივრცის განათებით დასრულებული.
ჩვენი მისიაა უზრუნველვყოთ ჩვენი კლიენტებისა და პარტნიორების კმაყოფილება მაღალი ხარისხის განათების მეშვეობით. ამ სფეროში არსებული ცოდნა და გამოცდილება კი გვეხმარება იმაში, რომ თქვენი გემოვნების გათვალისწინებით კომფორტი და თქვენთვის სასურველი გარემო შეგიქმნათ.
შემართება, პასუხისმგებლობა, პატივისცემა და სანდოობა ჩვენი მთავარი ღირებულებებია. სწორედ ამიტომ, ლინუსი ყოველთვის ცდილობს რაციონალურად დახარჯოს პლანეტის რესურსები და შეინარჩუნოს მაღალი ხარისხის სტანდარტები გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენებით.