Solidus • სოლიდუს

Call Directions Website

Solidus • სოლიდუს ნუმიზმატიკაში ასახული საქართველო!

ნუმიზმატიკაში ასახული საქართველო! - საქართველოში დამკვიდრებული ნუმიზმატიკა!
დახვეწილი მხატვრული სახით, უმაღლესი ხარისხით და შესრულებით!
საუკუნეებში მიმავალი მახსოვრობა და კავშირი ეპოქებს შორის!
მეტალში აღბეჭდილი ეროვნული თარიღი, მოვლენა, ძეგლი, მოღვაწე, ბუნება, ყველაფერი რაც ჩვენს ქვეყანას გამოარჩევს მსოფლიოში.

ჩვენი მიზანია საქართველოსთან დაკავშირებული ყველა ღირსშესანიშნავი მოვლენა აისახოს ნუმიზმატიკაში და ამგვარად მოხდეს მისი უკვდავყოფა.
ხარისხი და მხოლოდ ხარისხი!
სოლიდუსი - მყარი და მტკიცე

27/09/2021

მოგესალმებით! საინტერესო სიუჟეტი ჩვენს საიუბილეო მონეტაზე გიორგი კალანდიას რუბრიკაში, სადაც ავტორი თავად გვესაუბრება "დიდგორი 900"-ის შესახებ.

20/09/2021

ძვირფასო საზოგადოებავ!

ქართული ნუმიზმატიკის ქომაგებო!

დასრულდა ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც თქვენი კომენტარების, სამადლობელი წერილების და ზოგადი მოწონების გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ წარმატებული აღმოჩნდა.

მადლობას გიხდით ნდობისთვის და თანამშრომლობისათვის, ასევე თანადგომისთვის რომელიც გამოიჩინეთ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოქმნილი ლოჯისტიკური პრობლემის დროს.

იმედი გვაქვს რომ ჩვენმა პროექტმა “დიდგორი 900” სიამოვნება მოგანიჭათ, კიდევ ერთხელ გავიაზრეთ ჩვენი ისტორიის დიდებული თარიღი და ჩვენ, ყველამ ერთად პატივი მივაგეთ ჩვენს უკვდავ გმირებს, ჩვენს წინაპრებს.

ვაპირებთ ამ სერიის გაგრძელებას, კვლავ მოიჭრება მონეტის განსხვავებული ვერსიები, თუმცა ამასთანავე სრულად შევასრულებთ დადებულ პირობას რაც გამორიცხავს იდენტური მონეტის გამოშვებას და ჩვენს მიერ გავრცელებული ნუმიზმატური ერთეულები ყოველთვის იქნება ლიმიტირებული, მცირე რაოდენობით მოჭრილი.

რა თქმა უნდა ასეთი წარმატებული დასაწყისის შემდეგ ვაპირებთ ბევრი ახალ საინტერესო პროექტის განხორციელებას, რომელიც მიეძღვნება ჩვენს ქვეყანას და სახელწმიფოს, ავსახავთ ნუმიზმატიკაში ყველაფერს რაც იმსახურებს ჩვენს ყურადღებასა და აღნიშვნას, რომელთა საერთაშორისო პოპულარიზაცია და ცნობადობა აუცილებელად მიგვაჩნია.

ჩვენი დაგეგმილი გვაქვს თემატური სერიების გამოშვება, რომლებიც წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობებით, უმაღლესი რანგის, დახვეწილი როგორც მხატვრულად ასევე შინაარსობრივად, თითოეული დეტალი იქნება გააზრებული, გადამოწმებული მეცნიერულად, ისევე როგორც ეს პროცესი წარიმართა ჩვენს პირველ პროექტში, ყველა დეტალი გადამოწმებული იყო უმაღლესი რანგის შესაბამისი მეცნიერების მიერ.

თუ რა მონეტა იქნება შემდეგი, რომელი სერია გაიხსნება და როდისთვის უნდა ველოდოთ მზა მონეტებს, ამ ინფორმაციას თქვენ მიიღებთ ჩვენი ფეისბუქის გვერდიდან

Solidus • სოლიდუს - https://bit.ly/3AstBrM

გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი გვერდი, დაგვიმეგობრდით და მიიღეთ სრული ინფორმაცია ამ გზით.

ასევე მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი წინადადებები, მოსაზრებები, შესაძლებლად მიგვაჩნია ერთად დავგეგმოთ მომავალი პროექტებიც.

ნუმიზმატიკაში ასახული საქართველო!

მონეტები ჩამოვიდა!ოთხშაბათის ჩათვლით ყველა მომხმარებელი მიიღებს შენაძენს.
30/08/2021

მონეტები ჩამოვიდა!

ოთხშაბათის ჩათვლით ყველა მომხმარებელი მიიღებს შენაძენს.

განახლებული ინფორმაცია!🔸 მონეტები, რომელიც ლიეტუვიდან 10 აგვისტოს გამოიგზავნა, თბილისში უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 16 აგვ...
24/08/2021

განახლებული ინფორმაცია!

🔸 მონეტები, რომელიც ლიეტუვიდან 10 აგვისტოს გამოიგზავნა, თბილისში უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 16 აგვისტოს. 16 რიცხვში ჩამოსული ამანათების დარიგება კი უნდა მომხდარიყო დაუყოვნებლივ და ყველა მფლობელს შეთანხმებულ ვადაში უნდა მიეღო თავისი კუთვნილი შენაძენი. დაგვიანების მიზეზად სახელდება კოვიდ-19 მსოფლიო პანდემიის გამო შექმნილი სატრანსპორტო პრობლემები. შეგახსენებთ რომ ლიეტუვის სახელმწიფო ზარაფხანამ მონეტების საქართველოში ტრანსპორტირება მიანდო მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან და მძლავრ გლობალურ გადამზიდ კომპანიას - UPS -ს (www.ups.com ) და როგორც პასუხისმგებელი გამომგზავნი კომპანია სრულიად ჩართულია პრობლემის მოგვარებაში.

🔸 UPS მიერ დღეისთვის განახლებული ინფორმაციით ცნობილი გახდა რომ, აღნიშნულმა კომპანიამ დაზუსტებული დეტალების მოწოდების ვადად განსაზღვრა დამატებითი 7-10 სამუშაო დღე.

🔸 ბოდიშს გიხდით შექმნილი უსიამოვნო სიტუაციის გამო.

🔸 ბმულზე იხილეთ UPS-ისგან მიღებული ოფიციალური წერილი : bit.ly/2WpDQOM

🔸 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 88 73 83განახლებული ინფორმაცია!

სოლიდუსის ადმინისტრაცია გაცნობებთ 📣:🔸 პირველადი ინფორმაციით გვატყობინებენ UPS-დან: პანდემიასთან დაკავშირებული ლოჯისტიკურ...
18/08/2021

სოლიდუსის ადმინისტრაცია გაცნობებთ 📣:

🔸 პირველადი ინფორმაციით გვატყობინებენ UPS-დან: პანდემიასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პრობლემების გამო ტვირთი ჯერ კიდევ გზაშია და უახლოეს დღეებში ჩამოვა საქართველოში. კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, რომ ტვირთის ჩამოსვლიდან პირველივე დღეს უზრუნველყოფს მომხმარებლებამდე შენაძენის მიწოდებას.

🔸 გთხოვთ, იხილოთ თანდართული ბმული, სადაც მოცემულია შპს. მერიდიან ექსპრესის ოფიციალური წერილი ტვირთის დაგვიანებასთან დაკავშირებით.

ბმული: https://bit.ly/3mdntj9

🔸 ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით შექმნილი უსიამოვნებისთვის.

🔸 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 0322 88 73 83

ლიმიტირებული ტირაჟი ამოიწურა! 📢📢📢ჩვენი გუნდის სახელით მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გპირდებით სამომავლოდ ძალიან ...
13/08/2021

ლიმიტირებული ტირაჟი ამოიწურა! 📢📢📢

ჩვენი გუნდის სახელით მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გპირდებით სამომავლოდ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს!

12/08/2021

საიუბილეო მონეტა - "დიდგორი 900"

"დიდგორი 900"  1121-2021გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პირველი საკოლექციო მონეტა, რომელიც ეძღვნება დიდგორის ბრძოლას, საქართვ...
12/08/2021

"დიდგორი 900" 1121-2021

გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი პირველი საკოლექციო მონეტა, რომელიც ეძღვნება დიდგორის ბრძოლას, საქართველოს მეომრებს და დავით მეფეს!

მონეტის შეძენა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.

ანტიკური დაფარვით წარმოდგენილი მონეტის ტირაჟი, მხოლოდ 250 ცალია.

სრული ინფორმაცია იხ. ჩვენს ვებ-გვერდზე

https://solidus.ge/

სოლიდუსი გილოცავთ დიდგორობას!საიუბილეო თარიღი 1121-2021
12/08/2021

სოლიდუსი გილოცავთ დიდგორობას!

საიუბილეო თარიღი 1121-2021

Address

Tbilisi

Telephone

+995322887383

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Solidus • სოლიდუს posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share