ℹ️ როგორ ხდება ნივთის უკან დაბრუნება ?
✅️ მომხმარებელს ნივთის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში შეუძლია ნივთი დააბრუნოს უკან თუ აკმაყოფილებს შემდეგ დეტალებს :
✅️ ნივთი უნდა იყოს უხმარი
✅️ ნივთს არ უნდა აკლდეს არც ერთი დეტალი
✅️ ნივთის ყუთი უნდა იყოს დაუზიანებელი და მაღაზიის მიერ მიკრული ეტიკეტი უნდა იყოს ზედ რომ შემდეგ ნივთის უკან დაბრუნების დროს დადასტურდეს სისტემაში
✅️ თუ ნივთი დაუზიანებელი მივიდა მომხმარებელთან ანუ მომხმარებელი ნივთს აბრუნებს არა იმის გამო რომ დაზიანებულია, ამ შემთხვევაში მომხმარებელი იხდის უკან დაბრუნების სატრანსპორტო საფასურს ( ამ შემთხვევაში თქვენ იხდით ტრანსპორტირების საფასურს- მიტანის და უკან დაბრუნების )
✅️ გაითვალისწინეთ, რომ ნივთის უკან დაბრუნების დროს ( 2- 7 სამუშაო დღის განმავლობაში) ამანათი ჯერ ბრუნდება ოფისში კურიერის მიერ, ტექნიკური სერვისი ამოწმებს რომ ნივთი დაუზიანებელია, ასევე ამოწმებს რომ პროდუქცია ეკუთვნის ჩვენს მაღაზიას და არ აკლია არც ერთი დეტალი, იმის მერე მომხმარებელთან ირიცხება თანხა უკან ( 2- 5 სამუშაო დღის განმავლობაში)
✅️ რა გავაკეთო თუ ნივთი მივიღე ქარხნულად ან ტრანსპორტირების დროს დაზიანებული ?
✅️ როგორ ხდება ქარხნულად წუნიანი ან ტრანსპორტირების დროს დაზიანებული ნივთის შეცვლა ?
✅️ გაითვალისწინეთ რომ ქარხნულად ან ტრანსპორტირების დროს დაზიანებული ნივთის შეცვლა ხდება ნივთის მიღებიდან 7- 10 სამუშაო დღის ვადაში თუ ნივთს გარანტია არ აქვს, თუ ნივთს გარანტია აქვს გარანტიის ვადის ფარგლებში შესაძლებელია ნივთის შეცვლა
✅ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს მიერ გაგზავნილი ნივთები არის მაქსიმალურად კარგად შეფუთული და ამანათების უმეტესობა იმოწმება საწყობშივე და ისე იგზავნება მომხმარებლებთან
თუ მომხმარებელმა ნივთი მიიღო დაზიანებული, ამ შემთხვევაში ვუცვლით ამანათს სულ ახალ/დაუზიანებელ ნივთში, დაზიანებული ნივთის შესაცვლელად აუცილებელია შემდეგი დეტალები რომ დადასტურდეს :
✅️ ტექნიკური სერვისის შეცვლის პროცედურის დაწყებისთვის აუცილებელია ნივთის დაზიანების ან წუნის დამამტკიცებელი ვიდეო/ფოტო
✅️ ნივთის კონკრეტული დაზიანების გაგებისთვის ზოგ შემთხვევაში არის საჭირო ნივთის შემოწმება, ამ შემთხვევაში მომხმარებელს ვეუბნებით როგორ უნდა მოიქცეს და როგორ უნდა გატესტოს ნივთი, მაგ. ელექტრო ნივთის აუცილებლად გატესტვა დენის წყაროზე, ასაწყობი ნივთის აწყობა და ა.შ. თუ მომხმარებელი უარს ამბობს თვით შემოწმებას ასევე შესაძლებელია ჩვენს ტექნიკური სერვისის მიერ შემოწმდეს ნივთი, ამ შემთხვევაში იხდით ოფისში გასაგზავნი ტრანსპორტირების საფასურს და კურიერს აწვდით დაზიანებულ ამანათს, კურიერს მოაქვს ნივთი ჩვენს ტექნიკურ სერვისთან, ნივთი ყველა მხრივ იმოწმება თუ დაზიანებულია ამ შემთხვევაში გიგზავნით ახალ დეტალს, თუ ნივთი დაუზიანებელია და დაუზიანებელ მდგომარეობაში ნივთი გააგზავნეთ ტექნიკურ სერვისთან, ამ შემთხვევაშიც თქვენ იხდით ტრანსპორტირების საფასურს, მაგრამ ქარხნულად ან მიღებამდე დაზიანებული ნივთის შემოწმების მერე ოფისიდან მომხმარებელთან გაგზავნის ტრანსპორტირებას ვანაზღაურებთ ჩვენ.