რობობუქი

Directions

რობობუქი რობობუქი - არის ინტერაქტიული წიგნი, რომელიც წაროადგენს ინოვაციურ გზას რობოტიკის შესასწავლად.

05/05/2022

in ბიზნესი „ეს იყო ერთგვარი თავგადასავალი, რომელშიც ჩავებით და არცერთი წამით არ გვიფიქრია უკან დახევა“! – გაიცანი....

04/05/2022

⭐️ რობობუქი Start-Up მარათონის უდავო ვარსკვლავია.

🚀 არსენ სებისკვერაძის, თაკო პაჭკორიას, დათო ნემსაძის, თათული ბეგიაშვილისა და ქეთი ბრეგაძის მისია მოზარდებში STEM უნარების განვითარების ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნით მათ შექმნეს უნიკალური სახელმძღვანელო რობობუქი, რომლის დახმარებით მოზარდები რობოტიკას უფრო მარტივად, უფრო სახალისოდ და ნაყოფიერად შეისწავლიან.

🤖 და რაც მთავარია, რობობუქში არსებული სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, მოზარდს სმარტ სათამაშოს აწყობის შესაძლებლობა ექნება.

⭐️ რობობუქი ჯიტას, ანტრეპრენერის და TBC-ის რჩეული გახდა. ალტე უნივერსიტეტმა ვარსკვლავურ გუნდი სასწავლო გრანტით დააჯილდოვა და პროექტის ფარგლებში თანამშრომლოვა შესთავაზა.

🤖 რობობუქმა Alte University-ის ინიციატივით, GITA-ს, თიბისის პროგრამა “სტარტაპერისა” და “თიბისი ახალი თაობისთვის” თანამშრ...
29/04/2022

🤖 რობობუქმა Alte University-ის ინიციატივით, GITA-ს, თიბისის პროგრამა “სტარტაპერისა” და “თიბისი ახალი თაობისთვის” თანამშრომლობით, გამართულ მასშტაბურ სასკოლო Start-up მარათონიში გაიმარჯვა✨

დიდი მადლობა Alte University-ს, თიბისის, GITA-ს ამ შესანიშავი შესაძლებლობისთვის.💙💛

სტარტაპ მარათონი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც გუნდებმა მენტორებთან ერთად 3 თვე ინტენსიურად იმუშავეს.

მოსწავლეების გუნდ რობობუქს, თიბისისგან 5000 ლარი გადაეცა იდეის განსავითარებლად.

რობობუქი რობოტიკის შესასწავლად, ინტერაქციულ წიგნს ქმნის, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ სახალისო სავარჯიშოებს აერთიანებს.

Alte University • ალტე უნივერსიტეტი

🤖 რობობუქი არის ინტერაქტიული წიგნი, რომელიც წაროადგენს ინოვაციურ გზას რობოტიკის შესასწავლად. რობობუქის მთავარი მიზანია მ...
16/04/2022

🤖 რობობუქი არის ინტერაქტიული წიგნი, რომელიც წაროადგენს ინოვაციურ გზას რობოტიკის შესასწავლად. რობობუქის მთავარი მიზანია მოზარდებში STEM უნარების განვითარების ხელშეწყობა. წიგნში სასწავლო რესურსთან ერთად თავმოყრილია პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც სწავლისა და შემეცნების პროცესს კიდევ უფრო პროდუქტიულსა და ნაყოფიერს ხდის. მიღებული ცოდნისა და წიგნში არსებული დეტალების საშუალებით შესაძლებელია სმარტ სათამაშოს აწყობა.

📌 ინტერაქტიული წიგნი განკუთვნილია ბავშვებისთვის 6 წლის ასაკიდან.

✨ხვალ გაიმართება გამოფენა-გაიყდვა “2022 წლის სამეწარმეო განათლების ფესტივალის” ფარგლებში🦾🤖 გელოდებით 12:00 საათიდან სავა...
25/03/2022

✨ხვალ გაიმართება გამოფენა-გაიყდვა “2022 წლის სამეწარმეო განათლების ფესტივალის” ფარგლებში🦾

🤖 გელოდებით 12:00 საათიდან სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლი’’-ს ცენტრალური ატრიუმში✌️

01/02/2022

რობობუქის შესახებ👇

📣 რობობუქი • ROBOBOOK — თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მინი-კომპანია.🟡 რობობუქი არის ინტერაქტიული წიგნი, რომელი...
22/12/2021

📣 რობობუქი • ROBOBOOK — თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მინი-კომპანია.

🟡 რობობუქი არის ინტერაქტიული წიგნი, რომელიც წაროადგენს ინოვაციურ გზას რობოტიკის შესასწავლად. პროექტის მთავარი მიზანია მოზარდებში STEM უნარების განვითარების ხელშეწყობა. წიგნი ნაბიჯ-ნაბიჯ შეასწავლის რობოტიკით დაინტერესებულ მოზარდებს ამ მიმართულებას. სასწავლო კურსის გავლის შემდგომ, მიღებული ცოდნისა და წიგნში არსებული დეტალების საშუალებით, მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს ააწყოს სმარტ სათამაშო. რობობუქი განკუთვნილია 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. წიგნი წარმოდგენილია, როგორც სტანდარტული სახით, ასევე უზრუნველყოფილია აუდიო ვიზუალით.

🟡 რობობუქის მთავარი მიზანია მოზარდებში STEM უნარების განვითარების ხელშეწყობა. STEM არის სასწავლო პროგრამა, რომელიც დაფუძნებულია ოთხ კონკრეტულ დისციპლინაზე - მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა. განათლების ეს მიმართულება საკმაოდ მნიშვნელოვანია, იგი თანამედროვე, ტექნოლოგიურ სამყაროში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი გზაა.

🟡 განათლებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად თანდათან იცვლება მოთხოვნა სხვადასხვა პროფესიებზე, თუმცა ტექნოლოგიური სფეროს შრომითი ბაზარი ყველაზე მზარდია, ამ სფეროში არსებული პროფესიები მომავლის პროფესიებადაც მიიჩნევა, მსოფლიოს მასშტაბით ტექნოლოგიების შემქმნელი ქვეყნები არიან ეკონომიკურად და განვითარების დონით ყველაზე მაღალ საფეხურზე, დღესდღეობით საქართველოში, მართალია იდგმება ძირეული ნაბიჯები ამ სფეროს განვითარებისთვის, თუმცა საქართველო მაინც რჩება მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებელ და არა მწარმოებელ ქვეყნად, ჩვენი კომპანიის მიზანია შევქმნათ ისეთი სასწავლო რესურსები, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება ამ მიმართულებით განვითარებაში.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რობობუქი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share