12/03/2022
🌤 დევიტოს კოლექცია - ტრანსფორმაციის საგაზაფხულო ფასდაკლება დაიწყო და 24 მარტამდე გაგრძელება.
2-5 წლამდე დევიტოებისთვის 55₾
5-8 წლამდე დევიტოებისთვის 75₾
8-12 წლამდე დევიტოებისთვის 95₾
დიდი დევებისთვის 120₾
• ამის მიღმა დევიტოს თავისი სათქმელი აქვს, რომელიც დიდიხანია მასში მწიფდება. მართალია ერთ ენაზე არ ლაპარაკობენ, მაგრამ მას სჯერა რომ, ყველა სიტყვა ადრესანტამდე აღწევს.
ომამდე ბოლო ზღაპარი, რომელიც წაგიკითხეს მშობლებმა და იმ ღამეს ტკბილი სიზმრები რაღაც ძლიერმა ხმაურმა გაგიფანტა,ბოლო სულაც არ არის. მესმის, რომ რთულია გჯეროდეს "იყო და რა იყო რასი", გჯეროდეს ჭირის იქ და ლხინის აქ,რადგან ვერ იგებ, რატომ ტირის მამა. შენ სადღაც გაგზავნის და
თვითონ იმ ხმაურში რჩება ტკბილი ძილი რომ დაგიფრთხო.რატომ ხართ შენ და დედა მეტროში, რომლის ვაგონსაც ეს დღეებია ჩვეულებრივ ბებოსთან კი არ მიყავხარ - "შემდეგი გაჩერება ტკბილი ჩახუტება", არამედ დგას ჩუმად და მასში იძინებ. ვიცი, რომ ეს დღეებია ერთადერთი კითხვა რომელიც გაწუხებს
კითხვა რატომაა. ნუ შეეცდები მაგ კითხვას პასუხი გასცე. ვერავინ ვერ გიპასუხებს, რატომ დატოვე სახლი, საყვარელი სათამაშო, სკოლა, ბაღი, შენი საყვარელი წარწერა,რომელიღაც კორპუსზე. ფუნთუშების სუნი, რომელსაც შენი ქუჩის კუთხეში რომ საცხობია, ხურდებით ყიდულობდი. იცი, მე ზღაპრიდან ჯადოსნური
სიტყვებით "იყო და არა იყო რას "წარმოთქმით ამ სამყაროში, თბილისში მოვხვდი. ამ სიტყვებით დაიწყო ჩემი მოგზაურობა. ხოდა ახლა შენც დიდ თავგადასავალში ხარ, რომელიც ხან მარტივი, ხანაც ისეთი რთული იქნება, ისევ გაიმეორებ "რატომ?",მაგრამ ისევ ვერავინ გაგცემს პასუხს. ეს ცხოვრებაა,
რომელიც შენთვის ხმაურით დაიწყო,მაგრამ სულ მალე ეს ხმაური მინელდება. შენი სიცილის ხმა სამყაროში ყველაზე ხმამაღალი რამ იქნება. მე რომ ჩემი სამყაროდან წამოვედი, ყვავილი გამოვიყოლე, რომელსაც ჩვენთან ფრიკს ეძახიან. ამ ყვავილს სამი ფურცელი აქვს. თითო ფურცლის მოცლა თითო
სურვილია. ჩასჩურჩულებ და ელოდები,როდის აგისრულებს სურვილს. ამ ყვავილის ჩუქება შენთვის მინდოდა, მაგრამ ახლა თვითმფრინავებს სხვა ჯადოსუნრი ნივთები მოაქვს შენთვის და შენი მშობლებისთვის. თუმცა გპირდები, როგორც კი შევძლებ, მთელს თვითფრინავს ჩემი მოკრეფილი ფრიკებით გავავსებ.
ახლა კი, თვალს რომ დახუჭავ, წარმოიდგინე რომ ფრიკს ეჩურჩულები. ჩაიფიქრე ყველაფერი, რაც კი გინდა. იცოდე, რომ მარტო არ ხარ. ახლა ფრიკს ქართველ ბავშვებს ვჩუქნი და ზუსტად ვიცი, ერთი სურვილი შენთან დამალობანას თამაში იქნება.
პატივისცემით ქართველი დევიტო, უკრაინელ ბავშვს. 💙💛