Anauri • ანაური

Anauri • ანაური ☀️ქართული კულტურა და მითოლოგია
👘ხევსურული მითოლოგიით შთაგონებული და შექმნილი ილუსტრაციები, მანდალები, სამოსი და აქსესუარები

🌞 საასპარეზოდ მოგვცა უფალმა“საასპარეზოდ მოგვცა უფალმაწუთისოფელი ადამიანთა:გამოცდა არი ჩვენთვის სიცოცხლე,ასე უცნია კაცთა ...
10/09/2026

🌞 საასპარეზოდ მოგვცა უფალმა

“საასპარეზოდ მოგვცა უფალმა
წუთისოფელი ადამიანთა:
გამოცდა არი ჩვენთვის სიცოცხლე,
ასე უცნია კაცთა ჭკვიანთა;
ვაკეს ვინ აქებს, თუ არ ავივლით
ოღრო-ჩოღროს გზებს აღმართიანსა?
თუ პაპანებამ არ შეგვაწუხა,
ვინ დაინატრებს ალაგს მთიანსა?
ღამე არ იყოს თავპირ-სამტვრევი,
ვინ შეაქებდა დღესა მზიანსა?
მადლსა მადლადა ვინ ჩაგვითვლიდა,
რომ არ გვაძლევდეს პირადს ზიანსა?
როგორა ცხონდეს, აბა, მხედარი,
თუ არ იბრუნებს მაჯას ხმლიანსა,
თუ არ შეაკლა თავი იმასა,
ვინც მამულს აძლევს მისას ზიანსა?
ადამიანი მითი ფასდება,
აზრს ვინ ატარებს რამდნად ფრთიანსა.
საწყლებსა სთესავს წუთისოფელზე, –
ასე მიცნია, – მიტომ განგება,
მადლი თუ გვინდა გამოვიჩინოთ,
რომ ჩვენა გვქონდეს მათ შებრალება.
ასევე გვმართებს გაჯავრებულთა
და მოტირალთა ჩვენ დაწყნარება.
თუკი ამ ქვეყნად, არსად მის კიდეს,
არ იქნებოდა რამე საწყლობა,
ვნახავდით სადმე ჩვენ კაცსა ქველსა,
ან იქნებოდა სადმე ქველობა?
თუ არ იქნება საგნის მუშტარი,
იქნება განა მისი ხელობა?
თუ დიაცს შვილი არ ჰყოლებია,
სიდან ექნება მშობლური გრძნობა,
თვალში – თვალადა, გულში – გულადა
ჩაქსოვებული შვილისა ცნობა?
ან უსამშობლომ, კაცმა ბოგანომ
რა იცის, რაა სამშობლოს ტრფობა?
ან უშურელი კარგად ვით ვიცნოთ,
თუკი არ იყოს შური და მტრობა?
საასპარეზოდ გვაქვს ეს სოფელი,
დაეშურენით, მიიღოთ ჯილდო,
და ვინც ბიჭი ხარ, უნდა ეცადო,
კაცურ-კაცობა მამაცად ჰზიდო!”

🖋️ ვაჟა ფშაველა

🏔️ იქ, ხევსურეთში…“იქ არავინ უსმენს ,,ავე მარიას“, არავინ იცის რა არის იგი... შინ არიან თუ გარეთ არიან, თან დააქვთ ცხოვრ...
09/09/2026

🏔️ იქ, ხევსურეთში…

“იქ არავინ უსმენს ,,ავე მარიას“,
არავინ იცის რა არის იგი...
შინ არიან თუ გარეთ არიან,
თან დააქვთ ცხოვრების წიგნი.
ძალიან ადრე დგებიან დილით
და ღვიძავთ ძალიან ბევრი!..

ცოცხლობენ და ცხოვრობენ ნამდვილი,
ახალი და ძველი ამბებით.
თვითონ წერენ და თვითონ კითხულობენ,
საუნჯე მათი ძვალმაგარია;
არიან კეთილი და გვანან ლომებს,
რომელთაც აროდეს უნახავს გალია!..

სავსე აქვთ კოდები ლუდით და ლექსით და
მუდამ სჯერათ ფხიზლებს და მთვრალებს,
მზე - მისი ამოსვლა და მერე ჩასვლა,
ღმერთი და მთვარე. ჯვრებით უნათდებათ
სული და ანდაბი, გული უღონდებათ ომების
ლოდინით, როცა რომელიმე სულეთში
გადადის და თვალის გუგებში მზე
მოილოგინებს: ფარ-ხმლიანს აწვენენ
წარმართულ საწოლზე, მოვლენ მოკეთენი
და ხმით მატირალნი.

იციან, რომ მიწა ყველაფერს ასწორებს
და ბედის ბორბალი უკუღმა ატრიალებს.”

🖋️ კობა არაბული
🎨 ზურაბ მგელიაშვილი

🌞 არხოტის ტურისანახავი ობიექტები:• კორშა - ეთნოგრაფიული მუზეუმი• ქმოსტი - ყავის შესვენება და ლამაზი ფოტოები საქანელაზე •...
07/09/2026

🌞 არხოტის ტური

სანახავი ობიექტები:

• კორშა - ეთნოგრაფიული მუზეუმი
• ქმოსტი - ყავის შესვენება და ლამაზი ფოტოები საქანელაზე
• როშკა
• წელთაგზა - არხოტის უღელტეხილი
• ჭიმღა (II დღეს)
• კვირიწმინდა (ნასოფლარი)
• ახიელი და ცისკარაულთა /ხარათ/ ჯორჯიაულთა ციხე
• ამღა - ხოგაის მინდის ნასახლარი, ქვექურის ჯვარი
• კალოთანას ხეობა
• ჩირდილი (II დღეს)

ტური გახლავთ ეთნოგრაფიული ხასიათის, შესაბამისად ნახავთ ისტორიულ ადგილებს და უამრავ ისტორიებს მოისმენთ…📜


ღირებულება კარვით: 160 ლ.
ღირებულება სასტუმროთი: 220 ლ.

📆 თარიღი: 12-13 სექტემბერი.

⏰ გასვლა: სადგურის მოედნიდან 7:00 საათზე.

📞 დეტალებზე დაუკავშირდით: 579260094.

🕊️ ხატის გადავლა“…მოვდიოდივ დუშეთიდან და დამიღამდავ. ბნელ ღამე იყვ. ხატთან რო მოვდივარ, ხატის მიწა-წყალზე, ქუდს ვიხდი და...
07/09/2026

🕊️ ხატის გადავლა

“…მოვდიოდივ დუშეთიდან და დამიღამდავ. ბნელ ღამე იყვ. ხატთან რო მოვდივარ, ხატის მიწა-წყალზე, ქუდს ვიხდი და მადლს შავსთხოვ. მაღლა მთაზე სალოცავია ჩვენის ხატისა და იქიდან უეცრად შუქი მოვიდა, დაჰკრა ხატის ტერიტორიას და წავიდა სწრაფად უკან. შუქი იყვ თოვლივით თეთრი და კაშკაშა. მე თვალი გავაყოლე და უკენ გაბრუნებული გაჰკრა და ცისარტყელასავით.

იმ ღამეს სიზმარი ვნახე: კაცი მოვიდა, ანგელოზის ჩვენება, და მითხრა: ხთის კარზეით მადიოდავ. ბედიანაივ მაშინ იქნებოდივ, როცა თუ ხთისკრისკე მიმავალს მახყოლიყავივ შუქშიავ. თვალს ავლებსავ მასვლაშიაც და წასვლაშიაც. წელიწადში ალბათ ორჯერ: მზემაბრუნვისას და ზაფხულისას.”

📖 მთხრობელი აპარეკა ალუდაური,
ჩამწ. გოდერძი არაბული, ხახმატი, 1985.
⛓️‍💥 ზურაბ კიკნაძე, “ანდრეზები”:https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/434202/1/Andrezebi_2009.pdf

💛
05/09/2026

💛

ძველად ხევსური ქალები ერთ ძალიან ლამაზ და სიმბოლურ ვარცხნილობას ატარებდნენ. ისინი თმას წვრილ-წვრილად იწნიდნენ და შუბლზე ისე იხვევდნენ რომ ჯვარი გამოსახულიყო… საოცარია ამ კულტურის ხალხის ჯვრისადმი რწმენა და სიყვარული არამარტო საყოფაცხოვრებო ნივთების მორთულობაში და ნაქარგების ნაირსახეობებში, არამედ ქალის ნაწნავებშიც რომ ვლინდებოდა. სულ ვამბობ ეს ხალხი სულიერად ცოცხლად ცხოვრობდა, მათი სამოსიც კი ლოცვა იყო და თმის დაწვნის ტრადიციაც სულიერ საკრალურ დანიშნულებას ატარებდა.. ✨

ძვირფასო გამომწერებო, ხევსურეთში კარგ ოჯახს ასეთი განსაცდელი ეწვია და ვისაც რის საშუალება გაქვთ... ინფორმაციის გაზიარება...
04/09/2026

ძვირფასო გამომწერებო, ხევსურეთში კარგ ოჯახს ასეთი განსაცდელი ეწვია და ვისაც რის საშუალება გაქვთ... ინფორმაციის გაზიარებაც დახმარებაა 🌞

XI საუკუნის უცნობი ქართველი ოსტატის მიერ შესრულებული “აღსაყდრებული მაცხოვარი.” ჭედური ხატი იფარის თემიდან.📍 მესტია. “სვა...
04/09/2026

XI საუკუნის უცნობი ქართველი ოსტატის მიერ შესრულებული “აღსაყდრებული მაცხოვარი.” ჭედური ხატი იფარის თემიდან.

📍 მესტია. “სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი”

ზოგჯერ მგონია, ხევსურეთი ღმერთის საკუთარი შემოქმედებითი სახელოსნოა და აქ ბუნებით თავის შედევრებს ქმნის. ზამთარში კი თოვლ...
04/09/2026

ზოგჯერ მგონია, ხევსურეთი ღმერთის საკუთარი შემოქმედებითი სახელოსნოა და აქ ბუნებით თავის შედევრებს ქმნის. ზამთარში კი თოვლით იმიტომ ფარავს, რომ თავის საყვარელ სივრცეს უცხო თვალისა და ხელისგან იცავს…

📸 paata.ge photography

🌞 “გალობანი სინანულისანი”ქართველები საუკუნეებია დავით აღმაშენებელს ვხედავთ, როგორც ჩვენს დიდ მეფეს, გამარჯვებულს, ქვეყნი...
04/09/2026

🌞 “გალობანი სინანულისანი”

ქართველები საუკუნეებია დავით აღმაშენებელს ვხედავთ, როგორც ჩვენს დიდ მეფეს, გამარჯვებულს, ქვეყნის გამაერთიანებელს და აღმშენებელს. მაგრამ იშვიათად ვუფიქრდებით იმ დავითის სულიერ მდგომარეობას, რომელმაც “გალობანი სინანულისანი” დაწერა. დავითს, რომელმაც თავის დიდებით და ძალაუფლებით, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი წარმატებებით ხიბლში ჩავარდნის განსაცდელი დაძლია და საკუთარ თავში ცოდვილი ადამიანი დაინახა. მისი “გალობანი სინანულისანი“ სწორედ ამ სხვა დავითს გვაცნობს და მის სულიერ ფიქრებში გვახედებს. მეფე, რომელიც ღმერთის წინაშე დარჩენილი საკუთარ თავს უმკაცრესად განსჯის. თითქოს იქ აღარ არსებობს არც გვირგვინი, არც გამარჯვებები, არც მეფობა, რჩება მხოლოდ ადამიანი, მისი სინდისი და ღმერთი.

მსოფლიო ისტორიაში არაერთ მეფეს დაუწერია სულიერი და საღვთისმეტყველო ტექსტი, თუმცა იშვიათია მაგალითი, როდესაც ძლევამოსილი მეფე საკუთარ თავს ასეთი სიმკაცრით განსჯის, თან ამას წმინდა წერილის და სასულიერო ტექსტების ღრმა ცოდნით და ულამაზესი პოეტური ოსტატობით ახერხებს. საგალობლების კითხვით ჩვენ მხოლოდ მცირე წარმოდგენა შეიძლება შეგვქმნას დავითის დიდ სიბრძნეზე და სამყაროს აღქმის სიფართოვეზე.

მკვლევარები მის შთაგონებად ბიბლიურ დავით მეფსალმუნეს და ანდრია კრეტელს ასახელებენ:

🪉 დავითის ფსალმუნები: https://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/fsal1-20.htm

🕯️ანდრია კრეტელი: https://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/kriteli_orshabati.htm

ასევე იკითხება პავლე მოციქულის ეპისტოლეებში გაჟღერებული სწავლებაც, რომ მთავარი ცოდვა შემოქმედის დავიწყება და შექმნილის განდიდებაა:

📜

„შემოქმედისაგან შექმნილთა მიმართ
ცვალებაჲ თაყუანისცემისაჲ...
თითოეულსა ვნებისა კერპსა ვჰმსახურე“
~ დავით აღმაშენებელი

📜

„რომელთა-იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივს-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა”
~ პავლე მოციქული, რომაელთა მიმართ. 1:25.

„გალობანი სინანულისანი“ XII საუკუნის დასაწყისშია შექმნილი და რვა გალობისგან შედგება. თითოეულს რთული და განსხვავებული სტროფული აგებულება აქვს.

• თეოლოგიური: ცოდვა, სინანული, ღვთის სამართალი და წყალობა.

• ფილოსოფიური: ადამიანი საკუთარ ქმედებებსა და პასუხისმგებლობას უპირისპირდება.

• ფსიქოლოგიური: ავტორი საკუთარ თავში იყურება და თვითგანსჯას ახდენს.

• პოეტური: ეს უბრალოდ ლოცვა ან აღსარება კი არა, გააზრებულად აგებული მხატვრული ტექსტია.

• პოლიტიკურ-ეთიკური — განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამას წერს სწორედ მეფე, ანუ ადამიანი, რომელსაც სხვების ბედზე უზარმაზარი ძალაუფლება აქვს.

ნაწარმოები ნათარგმნია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, რუსულ, პოლონურ და ჩეხურ ენებზე.

⛓️‍💥 “გალობანი სინანულისანი” დავით აღმაშენებელი https://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/davit-galobani.htm

საგალობლებიდან ჩემი საყვარელი ნაწილია, სადაც დავითი ღმერთს ამ ულამაზესი სიტყვებით მიმართავს: “მარტიო, სრულო, სამ-მზეო, ერთ ცისკროვნებაო, განმინათლე მხედველობითი სულისაჲ, რაჲთა გიხილო ნათელი ნათლითა უფლისაჲთა, სულითა ღმრთისაჲთა, გამოგჳბრწყინვო მაშინ დაუსრულებელთა საუკუნეთა!” ✨

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995555270280

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Anauri • ანაური posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Anauri • ანაური:

Shortcuts

Share