21/04/2026
გიზიარებთ რამდენიმე ჩვევას, რომელიც ძალიან მაწუხებს და ვცდილობ გადავეჩვიო.
1. დაუსრულებელი პროექტები- ეს მემართება მაშინ, როცა დაუშვათ არ მყოფნის ძაფი, ან ვეღარ ვხვდები როგორ გავაგრძელო, ან უბრალოდ აღარ მომწონს და დაშლაც მეზარება. ამიტომ გროვდება სახლში, უამრავი ნაქსოვი, რომელსაც ვერაფერში გამოიყენებ.
2.უაზრო ძაფების ყიდვა- შემიძლია ყოველ კვირა ვიარო მაღაზიებში, ვიყიდო ახალ-ახალი ძაფები, სხვადასხვა სტრუქტურის, ხარისხის და ფასის მიხედვით, ბოლოს კი ვერ მივხვდე რაში მჭირდება და რისთვის გამოვიყენო.
3. ძაფების დამალვა- ეს პროცესი არ მიყვარს, თითქოს არც გამომდის და ალბათ სწორედ ამიტომ.
ბოლოს კი, ყველაზე მეტად ვერ ვიტან კვანძების გახსნას, რადგან ვერასდროს ვახერხებ 🥹
თქვენ რას დაამატებდით ამ სიას?
#ქსოვა #მცირებიზნესი #ძაფები