19/07/2026
ამჯერად პოსტი ტორტზე არ არის.
ეს პოსტი არის ლოგოზე, სახელზე, უბრალოდ Nuci's backers _ზე,
მისი შექმნის იდეიდან, გავლილი გზის ერთ მთლიანობაზე დღემდე.
დღეს უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის, როგორ ძალიან მიყვარს ამ ამბავზე საუბარი 🩷🩷🩷.
ზოგადად ასე იყო, ასე არის და ვფიქრობ ყოველთვის ასე იქნება,რომ ადამიანებს დასახული მიზნების ასრულებაზე მეტად განსხვავებულად და გამორჩეულად გვიყვარს ის რაშიც დროს, ენერგიას და რესურსს ვდებთ 💎♥️.
ეს პოსტი კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მინდა იყოს მათთვისაც, ვინც ჯერ კიდევ მერყეობს გაბედოს თუ გადადოს პასუხისმგებლობის აღება, საკუთარი ოცნებისკენ მიმავალ გზაზე💫☀️.
დაიწყეთ ✨✨✨
მართლაც დღესვე დაიწყეთ,ისიც სულ ერთი რა რესურსით, მთავარი გამბედაობაა და შემდეგ გზა ყოველთვის გამოჩნდება ♥️.
თითქოს დღეს უკვე მარტივია საუბარი, თუმცა ასე ვიტყოდი, როცა საქმე საყვარელ საქმეს ანუ ცხოვრების საზრისს ეხება, გავდივართ გზას, შეცდომებით, მარცხებით, უამრავი გამოწვევით, მაგრამ თუკი გულში რწმენით ჯიუტად გჯერა, რომ ეს უბრალოდ გასავლელი გზის ნაწილია, თითქოს რაღაც თავისით იცვლება,ხედავ უამრავ შესაძლებლობას, როგორც განვითარების საუკეთესო შესაძლებლობას🩷🩷🩷 ეს ემოციები და განცდები კი ძალიან გავს სახლში ყოფნას, უბრალოდ ხარ ის ვინც ხარ,ყველა შეცდომით მარცხით ცოცხალი და ნამდვილი მდგარი განვითარების საუკეთესო შესაძლებლობებით სავსე გზაზე♥️♥️♥️.
#პატივისცემითნუცი♥️.