01/07/2026
ზოგი წელი უბრალოდ სრულდება, ზოგი კი გულში რჩება… 🤍
ამ წელმა ერთად გვასწავლა ოცნება, შრომა, მოთმინება და ის, რომ ხელოვნებას შეუძლია ადამიანები კიდევ უფრო დააახლოვოს.
განსაკუთრებული სიამაყით მინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთი მოსწავლის წარმატება, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მიუხედავად, დაუღალავი შრომით, მონდომებითა და სიყვარულით ყოველდღე გვიმტკიცებს, რომ ნიჭი და შემოქმედება ნებისმიერ დაბრკოლებაზე ძლიერია.
მე ვამაყობ, რომ „ბარე“ არის სივრცე, სადაც ყველა ბავშვი იღებს შესაძლებლობას, გამოხატოს საკუთარი თავი, იპოვოს საკუთარი ფერები და ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების.
ეს წარმატება მხოლოდ მისი არ არის — ეს არის იმ სიყვარულის, ნდობისა და ერთად გავლილი გზის შედეგი, რომელსაც ყოველდღე ვქმნით.
❤️ მადლობა, რომ მაძლევთ შესაძლებლობას, ვიყო
ამ ლამაზი ისტორიის ნაწილი.