29/06/2024
შენც ერთი სული გქონდა ხომ, თამაში დაწყებულიყო, ტაბლოზე ანგარიში დაგენახა და დამშვიდებულიყავი? მთელი დღე ცახცახებდი, დიდებული გამარჯვების კადრებს ამეორებდი?
შენც არ გეშინოდა და იცოდი რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით? კი, ასე იქნებოდა.მართალი ხარ, ხმამაღლა თქმის ყველას ძალიან გვეშინოდა მაგრამ გულით, სისხლით , ტვინით, ყველა უჯრედით გვწამდა გამარჯვების.
რამდენჯერ გაუმეორე საკუთარ თავს: "თან კიტეც ჩვენთანაა, კვარამაც რა თავდაჯერებულად ისაუბრა, ბოლო-ბოლო მამარდა საუკეთესოა რისი უნდა მეშინოდეს? ისედაც გასულია პორტუგალია, არ აქვთ მოტივაცია ჩვენ კი სისხლს დავღვრით ჯგუფიდან გასასვლელად" ?
კი, მეც უამრავჯერ.
ასეთი წარმომიდგენიხარ შეხვედრის დაწყების შემდეგ: ჰიმნი იმღერე, გულზე ხელს ისე იჭერდი თითქოს ძვლის ჩამტვრევას ცდილობდი, არაამქვეყნიურ ხმას გამოსცემდი, არც კი იცოდი ეს ხმა თუ შენ გეკუთვნოდა. დაიწყო თამაში და უცებ ჟორჟიიი იგდებს ბურთს დაააააა პასი კვარაცხელიაზე.საოცარი დარტყმა კარისკენ და გოოოოოოოოლ. ყველაზეეეეე სწრაფი გოლიიიიი პირველივე წუთებზე განწირული ხმით ყვირის კომენტატორი მაგრამ აღარაფერი გესმიიის გარდა ერთისა "არიიიიიის, აღსრუუუულდაააა, ხოოომ ვამბობდი, მორჩა, მოგებულია ეს თამაში! " - არ იცი ეს ხმა შენში საიდან გაჩნდა მაგრამ იცი რომ ის ნამდვილია, ბევრჯერ გიფიქრია როგორი შეგრძნება იქნებოდა დაა იმაზე ბევრად ძლიერი გამოდგა ვიდრე წარმოიდგენდი.
ხომ ხედავ? შენმა, ჩემმა, ჩვენმა რწმენამ ამდენი რამ შეძლო ხოდა შენც გააგრძელე!
"წინ საქართველო!"🇬🇪✊🏻
მარდად ქართველო!🫰🏼