07/06/2026
ადამიანები ბიზნესის უკან | B4G-ის წევრები ✨
გაიცანით ნიკა მაღედანი - იურიდიული კომპანიის KNM Advisory-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ⚖️
ნიკასთვის ბიზნესი მხოლოდ პროფესია არ არის - ეს არის შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესების სამართლებრივად გამართულ განვითარებას და ბაზარზე უფრო ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნას. 📈🤝
მისი პროფესიული გზა ბავშვობის სურვილს უკავშირდება - გამხდარიყო იურისტი და ემუშავა ბიზნესებთან. 💼
დღეს კი ყველაზე დიდ მოტივაციას აძლევს პროცესი, როცა თითოეული ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებულ სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის, ეხმარება მათ განვითარებაში და ხედავს შედეგს, რომელიც რეალურ ცვლილებად იქცევა. ✨
„ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემთვის არის მომხმარებელი, რომელმაც ჩვენთან ერთად აღმოაჩინა ბიზნესის ახლებური და გამართული ხედვა.“ - ამბობს ნიკა.
გვიხარია, რომ KNM Advisory B4G-ის წევრია. 🧡