კომპანია BBT დაარსდა 2011 წლის 23 თებერვალს,მისი დამფუძნებლები არიან ბ-ნი ლევან ჯალიაშვილი, გოგა ასუმბანი და არტემ აგაჯანიანი.კომპანიის ლოგოს წარმოადგენს „არწივი“რაც თავისუფლებისკენ სწრაფვასთან ასოცირდება,კომპანიის დასახელების პირველი სამი ასო BBT იშიფრება როგორც Build Business together ეს კი ქართულად ნიშნავს „ვაშენოთ ბიზნესი ერთად.’’
კომპანია BBT ეს არის პირველი ქართული კომპანია რომელიც მრავალდო
ნიანი მარკეტინგის სისტემით ახდენს ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმლის და ელექტრო ტექნიკის რეალიზაციას, კომპანია რეალიზაციას უწევს ქართული წარმოების ფეხსაცმელს, რომელიც დამზადებულია თურქული წარმოების ნედლეულზე(თურქულ ტყავზე და ძირზე), რაც შეეხება თავად პროდუქციას: ხარისხი-მაღალი, თანამედროვე და დახვეწილი დიზაინი, ფასი ხელმისაწვდომი და გათვლილი ნებისმიერ სოციალურ ფენაზე.
კომპანია BBT მომხმარებელს უახლოეს მომავალში შესთავაზებს თავისი ნიშნით(ბრენდით) წარმოებულ პროდუქციას და დაიცავს უფლებებს პატენტზე. კომპანია სთავაზობს მომხმარებელს არამარტო მაღალ ხარისხს და დახვეწილ დიზაინს, არამედ თანამედროვე პროდუქტს,მოდურს და რაც მთავარია ყოველ ახალ სეზონზე კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს ახალ კოლექციას.
კომპანია BBT-ის კატალოგის განახლება მოხდება სისტემატიურად, თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა რომ მუდმივად იქონიოთ კავშირი თქვენს მომხმარებელთან, კომპანიის ხარისხიანი ფეხსაცმელი და მოდური პროდუქციის ფართო ასორტიმენტი თამამად და სიამაყით შეგიძლიათ შესთავაზოთ ნებისმიერს.პროფესიონალური კვლევითი საქმიანობა და პროდუქციის განვითარება მისცემს შესაძლებლობას კომპანიას იყოს ლიდერის პოზიციაზე თავის სფეროში.
კომპანია BBT ნებისმიერ მომხმარებელს სთავაზობს ისეთ მომსახურეობას, რომელიც არ გააჩნია არცერთ სამაღაზიე სისტემას.
1) ბიზნეს - კონსულტანტები,რომლებიც მაქსიმალურად აკმაყოფილებენ კლიენტის ინტერესს
და აწვდიან სწორ ინფორმაციას პროდუქტის შესახებ.
2)პროდუქტის გამოწერა კატალოგის მეშვეობით.
3)პროდუქციის ადგილზე მიტანის უფასო სერვისი
როდასაც ხდებით კომპანია BBT - ის დამოუკიდებელი გაყიდვების წარმომადგენელი,თქვენ მართავთ საკუთარ ბიზნესს,თქვენ ისახავთ მიზნებს და ახორციელებთ მათ საკუთარი ენერგიის,ენთუზიაზმისა და თავდაჯერებულობის მეშვეობით.შესანიშნავი გრძნობაა როდესაც მართავ საკუთარ ბიზნესს,შეგიძლიათ იცხოვროთ საკუთარი წესებით,შეგიძლიათ მართოთ არა მხოლოდ ბიზნესი არამედ თქვენი ცხოვრების სტილიც.