28/06/2026
🔥ბუხრის „ფილტვები“ — რატომ არ შეიძლება საკვამურზე დაზოგვა?
ბევრს ჰგონია, რომ მთავარი ლამაზი კერაა, მაგრამ თუ მილი არასწორად გაკეთდა, ბუხარი უბრალოდ ვერ იმუშავებს. ფოტოზე ჩვენს მიერ დამონტაჟებული გარე საკვამურია. აი, რა ხდის მას საიმედოს:
სენდვიჩი-ორმაგი მილები. შიგა მილი უჟანგავი ფოლადისაა რომელიც უძლებს უზარმაზარ ტემპერატურას. გარე მილი (ფერი გემოვნების მიხედვით) იცავს წყლისგან. ამ ორ მილს შორის ტემპ.გამძლე ქვაბამბაა.
დაცულია კონდესატისგან, უსაფრთხოება, ზამთარში ბუხრის გამართულად მუშაობა.
მილის გრადუსში მონტაჟი მნიშვნელოვანია და მილი ისეა კედელზე დამაგრებული რომ უძლებდეს ძლიერ ქარსაც კი.
სპეციალური დეფლექტორი არამარტო წვიმისგან კი არ იცავს არამედ ქარიან ამინდში წნევას არეგულირებს, რომ ქარმა კვამლი ოთახში არ შემოაბრუნოს.
📢 რა ხდება, როცა მონტაჟი არასწორია?
1. ბუხარი იწყებს ბოლვას და სახლი კვამლით ივსება;
2. მილებიდან ჩამოდის შავი სითხე (კონდენსატი) და აფუჭებს კედლებს;
3. ჩნდება ხანძრის სერიოზული საფრთხე გადახურების გამო.
საკვამური სახლის უსაფრთხოებაა. გააკეთეთ ერთხელ, მყარად და სამუდამოდ!
#ბუხარი #ხელოსანი #რემონტი #მშენებლობა #დიზაინი