ISTORIALI

Call Directions Website Contact the business

ISTORIALI ISTORIALI - GACC Brand of High
Quality Georgian Cultural Gifts! A Social Enterprise XXV - ახ.წ. and Books, Poster & Postcards about Georgian Art and Culture.

“ისტორიალი” გთავაზობთ ქართული ოქრომჭედლობის უძველესი და უნიკალური ნიმუშების მიხედვით შექმნილ სამკაულის და მცირე პლასტიკის, კერამიკის და ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშების ფართო არჩევანს.
“ისტორიალი”-ს სალონში წარმოდგენილი არქეოლოგიური ძეგლების მიხედვით შექმნილი კოლექციის საშუალებით გაეცნობით საქართველოს მდიდარ წარსულს და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას; სამკაულის განვითარების ისტორიას საქართველოში ხუთი ათასი წლის მანძილზე.
სალონში წარმოდგენილი სამკაულის, მცირე პლასტიკის და კერამიკის ნიმუშები შექმნილი და მხატვრულად გადამუშავებულია "ისტორიალი"-ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე - არმაზისხევის, სამთავროს, ახალგორის, ვანის, ფიჭვნარის, შილდის, მელაანის, ბედენის და ა.შ. -არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ნივთების მიხედვით, რომელთა ორიგინალები დათარიღებულია ძვ.წ. V საუკუნეებით.
კოლექცია თანდართული გამოფენებით მრავალჯერ წარსდგა მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქების - ფლორენციის, პარიზის, ლუქსემბურგის, ბრიუსელის, ნიუ იორკის, ვაშინგტონის, ოსტინის სამხატვრო გალერეებსა თუ სალონებში, საერთაშორისო ბაზრობებსა თუ სასაჩუქრე ჩვენებებზე. "ისტორიალი" ასევე გთავაზობთ თანამედროვე ქართველი მხატვრების და ხალხური რეწვის ოსტატების მიერ შესრულებულ ტრადიციული რეწვის - ტექსტილის, ნაქარგობის, ხეზე კვეთის, კერამიკის, თოჯინების, ტრადიციული სამოსელის და აქსესუარების, წიგნების და ღია ბარათების მრავალფეროვან კოლექციას.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი "ისტორიალი" 15 წლიანი გამოცდილებით, წამყვანი ორგანიზაციაა შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში. STORIALI offers wide range of high quality Georgian Cultural Gifts varying from the motives inspired by rich archaeological finds developed and designed by GACC, to traditional crafts handmade by Georgian artists and artisans. ISTORIALI Show Room displays rich collection of Historical Motives - jewelry, miniature sculpture and ceramics, high quality Georgian Traditional Crafts – textile, embroidery, woodcarving, knitting, metalwork, etc. GACC is a leading organization with 15 years experience in the field of Creative Industries. See more at Creative Industr.& Crafts Develop. Our Philosophy is to introduce our visitors to the treasures of Georgian culture and to offer a magnificent piece of it, as a lifelong partner

For English scroll downსაყურე "სერაფიტა" მასალა: ვერცხლი, გიშერი.ფასი: 275 ლარისამკაული შექმნილია მცხეთაში (შიდა ქართლი)...
29/10/2026

For English scroll down

საყურე "სერაფიტა"
მასალა: ვერცხლი, გიშერი.
ფასი: 275 ლარი

სამკაული შექმნილია მცხეთაში (შიდა ქართლი) არმაზისხევის სამაროვანზე აღმოჩენილი ქართლის პიტიახშის ზევახის ქალიშვილის, სერაფიტას ოქროს საყურეების ანალოგების საფუძველზე. ორიგინალი შემკული იყო წითელი ალმანდინით. ახ.წ. II ს.
მოტივი შესრულებულია ქართველი ოსტატების მიერ.

Earrings “Seraphita”
material: Silver with jet.
Price: 275 GEL

This lovely design is based on the analogues of golden earrings which belonged to the Seraphita, daughter of Zevakh, Pitiaksh (Duke) of Kartli Kingdom. The analogues were found in Mtskheta, at Armaziskhevi burial ground and dated by 2nd c AD.
Handmade by Georgian artisans

კოდი/code: DE10

For English scroll downბროში "ნიკე"მასალა: თითბერი ან ვერცხლი 24-კარატიანი მოოქროვებითფასი: 520/845 ლარინიკე ბერძნულ მით...
29/10/2026

For English scroll down

ბროში "ნიკე"
მასალა: თითბერი ან ვერცხლი 24-კარატიანი მოოქროვებით
ფასი: 520/845 ლარი

ნიკე ბერძნულ მითოლოგიაში გამარჯვების ქალღმერთად იწოდებოდა. ვანის ნაქალაქარის ტერიტორიაზე XIX საუკუნის მეორე ნახევარში აღმოჩენილი ნიკეს ბრინჯაოს ფიგურა, ძვ.წ. II საუკუნით თარიღდება. ძველი ვანი ოქროს საწმისის ქვეყნის - კოლხეთის - მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები საქართველოში ლითონის დამუშავების უმაღლეს ოსტატობას ადასტურებს.

მინაბაძი „ისტორიალის“ კოლექციიდან შესრულებულია ქართველი ოსტატის მიერ.

Brooch "Nike"
code: JP21
Material: Brass or silver 24-carat gold plated
Price: 520/845 GEL

In ancient Greek mythology, Nike is the goddess of victory. During the archaeological fieldwork in the Vani settlement in the second half of the 19th century, the bronze figure of Nike dating back to the 2nd century B.C was excavated. Old Vani represented an important cultural center of Colchis (Kolkheti), home to the Golden Fleece. Archaeological artifacts found on the territory of Vani showcase the high level of mastery of metal processing in Georgia.

A copy from ISTORIALI collection was created by a Georgian craftsman.

კოდი/code: JP21

For English scroll downბეჭედი "გრიფონი"მასალა: ვერცხლი / ვერცხლი 24-კარატიანი მოოქროვებით.ზომა: 18,5 (გახსნილია)ფასი: 21...
27/10/2026

For English scroll down

ბეჭედი "გრიფონი"
მასალა: ვერცხლი / ვერცხლი 24-კარატიანი მოოქროვებით.
ზომა: 18,5 (გახსნილია)
ფასი: 210/225 ₾

სამკაული შექმნილია ახალგორში (შიდა ქართლი) აღმოჩენილი წარჩინებული ქალბატონის ოქროს საბეჭდავი ბეჭდის საფუძველზე. გრიფონის გამოსახვა ასტრალური ნიშნის თანხლებით წინაქრისტიანული ხანის ადგილობრივ რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდება.ძვ.წ.IVს.
მოტივი შესრულებულია თანამედროვე ქართველი ოსტატების მიერ.

Ring "Grifon"
size: 18,5 (open)
material: silver or 24-carat gold plate over silver.
Price: 210/225 GEL

The ancient golden signet ring discovered in Akhalgori (Shida Kartli) was the model for this crafted ring. The original belonged to the noblewoman and dated by 4th c. BC. The depiction of griffon together with astral bodies is connected to the local pre-Cristian beliefs and faith.
Handmade by Georgian artisans

კოდი/Code: JR1

საყურე "მცხეთის გორა"მასალა: ვერცხლი მოოქროვილი - ცივი მინანქრითფასი: 290 ლარისამკაული შექმნილია მცხეთის გორაზე (შიდა ქა...
27/10/2026

საყურე "მცხეთის გორა"
მასალა: ვერცხლი მოოქროვილი - ცივი მინანქრით
ფასი: 290 ლარი

სამკაული შექმნილია მცხეთის გორაზე (შიდა ქართლი) ადრე შუასაუკუნეების ნამოსახლარზე აღმოჩენილი ოქროს საყურეების საფუძველზე. ორიგინალი შემკული იყო ფირუზით. ახ.წ.აღ. IV-Vსს.
მოტივი შესრულებულია თანამედროვე ქართველი ოსტატების მიერ.

Earrings “Mtskhetis Gora”
Material: silver gold plated with cold enamel
Price: 290 GEL

This lovely design is based on the golden earrings discovered at Mtskhetis Gora (Shida Kartli) and dated back by 4th -5th C AD. The originals were decorated by the turquoise.
Handmade by Georgian artisans

კოდი/code: DE5

ბეჭედი - ფიჭვნარიზომა: 18,5მასალა: ვერცხლი/ვერცხლი 24-კარატიანი მოოქროვებით, სარდიონიფასი: 225/235 ლარისამკაული შექმნილი...
26/10/2026

ბეჭედი - ფიჭვნარი
ზომა: 18,5
მასალა: ვერცხლი/ვერცხლი 24-კარატიანი მოოქროვებით, სარდიონი
ფასი: 225/235 ლარი

სამკაული შექმნილია ფიჭვნარის (აჭარა) კოლხურ სამაროვანზე აღმოჩენილი ძოწის თვლით შემკული
ოქროს ბეჭდის საფუძველზე. ორიგინალი შესრულებულია ცვარას
ტექნიკით; ინახება ბათუმის
არქეოლოგიურ მუზეუმში.
(ახ. წ. IV ს).
მოტივი შესრულებულია თანამედროვე ქართველი ოსტატების მიერ.

Ring - Pichvnari
size: 18.5
material: silver/24 carat gold plated silver, Sardion
Price: 225/235 GEL

This magnificent adornment is a
motive of a golden ring discovered at Colchoan garve ground at Pichvnari (Achara). The original is decorated by
the garnet and minute granulation. It is dated by the 4th c. AD and and kept at
the Batumi Archaeological Museum.
Handmade by Georgian artisans

კოდი/code: BR2

🔉ლითონის მხატვრული დამუშავების და საიუველირო ხელოვნების სასწავლო კურსი „ისტორიალი“-ს სახელოსნოში„ისტორიალი“-ს შემოქმედებ...
09/10/2026

🔉ლითონის მხატვრული დამუშავების და საიუველირო ხელოვნების სასწავლო კურსი „ისტორიალი“-ს სახელოსნოში

„ისტორიალი“-ს შემოქმედებითი სახელოსნო სამკაულის, ლითონის დეკორატიული პლასტიკის და მომიჯნავე სპეციალობების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის და დამწყები სპეციალისტებისთვის აცხადებს ლითონის მხატვრული დამუშავების და საიუველირო ხელოვნების სასწავლო კურსს „ისტორიალი“-ს სახელოსნოში (მის: ნიკო ნიკოლაძის ქ. #7)

✅სასწავლო პროგრამის მიზანია მხატვრული რეწვის და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მომიჯნავე დარგების ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის ლითონის მხატვრული დამუშავების და საიუველირო საქმიანობის გაცნობა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://short.do/YS6qWj

✨ შეიძინე ისტორიული აქსესუარები სიყვარულით ისტორიალისგან📍 გვესტუმრეთ: ნიკო ნიკოლაძის 7 (ვერის პარკთან), ან შეიძინეთ დისტ...
29/09/2026

✨ შეიძინე ისტორიული აქსესუარები სიყვარულით ისტორიალისგან
📍 გვესტუმრეთ: ნიკო ნიკოლაძის 7 (ვერის პარკთან), ან შეიძინეთ დისტანციურად და ისარგებლეთ კურიერის მომსახურებით
✨ Purchase Georgian Historical Accessories from Istoriali with Love
📍 Visit our show room: Niko Nikoladze 7 (Close to Vere Park), or order online and use our delivery service

✨ შეიძინე ისტორიული აქსესუარები სიყვარულით ისტორიალისგან📍 გვესტუმრეთ: ნიკო ნიკოლაძის 7 (ვერის პარკთან), ან შეიძინეთ დისტ...
29/09/2026

✨ შეიძინე ისტორიული აქსესუარები სიყვარულით ისტორიალისგან
📍 გვესტუმრეთ: ნიკო ნიკოლაძის 7 (ვერის პარკთან), ან შეიძინეთ დისტანციურად და ისარგებლეთ კურიერის მომსახურებით
✨ Purchase Georgian Historical Accessories from Istoriali with Love
📍 Visit our show room: Niko Nikoladze 7 (Close to Vere Park), or order online and use our delivery service

Address

7 Niko Nikoladze Street
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00
Saturday 12:00 - 18:00

Telephone

+995598874455

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ISTORIALI posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ISTORIALI:

Shortcuts

Share