კოდალა - Kodala

კოდალა - Kodala Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from კოდალა - Kodala, Toy Store, Holy Trinity Cathedral of Tbilisi, MRX8+3H8, Tbilisi.
(238)

ვეხმარებით ბავშვებს არა მხოლოდ თამაშში, არამედ საკუთარი ნიჭის აღმოჩენაში.
„კოდალა“ ქმნის ეკო-მეგობრულ ხის სათამაშოებს, დეკორატიულ ნაკეთოებებს და აერთიანებს სოციალურ აქტივობებს, სადაც ფანტაზია ხელსაქმედ იქცევა, ხოლო შრომა სიამაყედ სოციალური საწარმო „კოდალა” –2016 წლიდან ოპერირებს, როგორც საქართველოს ასევე ევროპის ბაზარზე.
ჩვენი კომპანიის ღირებულებათა ჯაჭვი, თანხვედრაში მოდის გაეროს გლობალური შეთანხმებსი პრინციპებთან. "კოდალა" სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით , ხელს უწყობს შშმ პირთა რესოციალიზაციას, მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და ღირსეულ დასაქმებას.
სოციალური საწარმო "კოდალა", ძირითადად მუშაობს ხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებაზე, მათ შორის ხის ასაწყობ სათამაშოებზე, რომელიც ანვითარებს ბავშვის წარმოსახვას, მეხსიერებას, უვითარებს და ეხმარება თვალის გავარჯიშებაში. საღებავი ხის სტრუქტურას ბოლომდე არ ფარავს, რაც ხელს უწყობს შეიგრძნოს ბავშვმა ხის ენერგეტიკა. ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა, გერმანული წარმოების საღებავებით და ლაქით, რომელიც სრულიათ უსაფრთხოა ბავშვისათვის და შეესაბამება სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს -EN 71-ს.
წარმოებაში გამოიყენება საქართველში დამზადებული ნატურალური ხის მასალა უმეტეს წილად კი წიფელი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან "კოდალა"-მ დაიწყო ექსკლუზიურად საბავშვო ხის ავეჯისა და ხის დეკორაციული ნივთების წარმოება.

კომპანიის სოციალური შედეგი:

•საწარმოში ინოვაციური მეთოდებით ახალ პროფესიებს ეუფლებიან სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირები, მათ შორის შშმ პირები და სოციალურად დაუცველი ახალგაზრები.
• საწარმოში დასაქმებულია 25-მდე ადამიანი, აქედან 16 შშმ პირია. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების 100%-ის რეინვესტირება ხდება საწარმოში და ხმარდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
• 2017 წელს სოციალურ საწარმოთა ალიანსისა და CSRDGE მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ფორუმზე, კომაპნია "კოდალა“ გახდა მთავარი ნომინაციის „წლის სოციალური საწარმოს“ გამარჯვებული და აღიარებული იქნა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიად.

წარმოება და მისი მოცულობა;

„კოდალა“-ს პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე საჭირო გახდა წარმოების გაფართოება და გადაიარაღება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე 2019 წელს კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება აეღო სასესხო ვალდებულება ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან და მოეხდინა წრმოების გაფართოება, რაშიც მხარი დაგვიჭირა სსიპ. “აწარმოე საქართველოში“ პროგრამამ და ორგანიზაცია GEclose2EU ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან.
კოდალას გაფართოების საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა საქართველოს საპატრიარქომ, რომლის ფარგლებში 2020 წელს ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე კოდალას უსასყიდლოდ გადაეცა დროებით სარგებლობაში 400 კვ/მ შენობა-ნაგებობა, სამების საკათედრო ტაძირის მიმდებარე ტერიტორიაზე. შენობის გადმოცემამ, გარდამტეხი როლი ითამაშა შშმ პირთა დასაქმებისა და მათთვის ადაპტირებული სამუშა გარემოს შექმნაში.
დღეისათვის, ჩვენს საწარმოში სრული დატვირთვის შემთხვევაში შესაძლებელია ყოველთვიურად 8000-დან 10 000 -მდე ერთეული სათამაშოს წარმოება. "კოდალა"-ს პროდუქციის სარეალიზაციო ქსელი;

კოდალას პროდუქცია, ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის. ჩვენს პროდუქციაზე ფასები მერყეობს 5-99 ლარის ფარგლებში, რომელთა შეძენა შესაძლებელია, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში არსებულ ქსელში, მათ შორის:

• მაღაზია - "სუპერი" (თბილისის და ბათუმის ქსელი)
• სუპერმარკეტი - "გუდვილი"- (დიდი დიღმის, საბურთალოს და ვაკის ფილიალები)
• "ნიკორა"- XL მარკეტები;
• ჰიპერმარკეტი - „აგრო-ჰაბი“
• "ავერსი" - სააფთიაქო ქსელი;
• "კოდალა"ს სათამაშოების მაღაზია - (კოტე აფხაზის 40/5)

ასევე შესაძლებელია ჩვენი პროდუქციის გამოწერა ონლაინ პლატფორმებიდან Kodalasoc.ge vendoo.ge mag.ge Anovano.ge

ექსპორტი და ბიზნეს პარტნიორები:
2018 წლიდან „კოდალა“ ახდენს პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში. 2020 წელს BGCC ( The British Georgian Chamber of Commerce) -მხარდაჭერით დაიწყო პროდუქციის ექსპორტი ინგლისის ბაზარზე.

https://tkt.ge/show/34205/khis-satamashoebis-masterklasi-danadgarebtan
16/06/2026

https://tkt.ge/show/34205/khis-satamashoebis-masterklasi-danadgarebtan

პირველად მოზარდებისთვის , კოდალას ხის სათამაშოების საწარმო , გთავაზობთ ხის სათამაშოების მასტერკლასს , სადაც თავ....

26/05/2026

გილოცავთ საქართველოს დმოუკიდებლობის დღეს!🇬🇪❤️ #კოდალა #26მაისი #საქართველო #დამოუკიდებლობისდღე

20/05/2026

ერთად გავხსნათ კოდალას ბოქსი😄❤️ #კოდალა #ხისსათამაშოები #საბავშვოპროდუქცია #ბოქსი

19/05/2026
ტურისტული ჯგუფების მასტერკლასი კოდალაში ❤️
14/05/2026

ტურისტული ჯგუფების მასტერკლასი კოდალაში ❤️

დღეს კოდალას მასტერკლასს თავად Kanye West ესტუმრა ✨როგორც თავად აღნიშნა პროცესით უზომოდ ისიამოვნა და ეს დღე მისთვის ნამდ...
10/05/2026

დღეს კოდალას მასტერკლასს თავად Kanye West ესტუმრა ✨
როგორც თავად აღნიშნა პროცესით უზომოდ ისიამოვნა და ეს დღე მისთვის ნამდვილად დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა 🎨🫶

07/05/2026

გელოდებით 26 მაისისადმი მიძღვნილ შრომით გაკვეთილებზე❤️🇬🇪

26 მაისისადმი მიძღვნილ მასტერკლასზე შესრულებული ნამუშევრები 🇬🇪❤️
30/04/2026

26 მაისისადმი მიძღვნილ მასტერკლასზე შესრულებული ნამუშევრები 🇬🇪❤️

Address

Holy Trinity Cathedral Of Tbilisi, MRX8+3H8
Tbilisi
0103

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 18:00

Telephone

+995599585841

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კოდალა - Kodala posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to კოდალა - Kodala:

Shortcuts

Share

Category