Bookcity Regions

Bookcity Regions Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Bookcity Regions, Book shop, Tbilisi.

ფესტივალი "წიგნი და მუსიკა" თელავი, 10 ივლისი
15/07/2015

ფესტივალი "წიგნი და მუსიკა" თელავი, 10 ივლისი

ფესტივალი "წიგნი და მუსიკა" 10 ივლისს ქალაქ თელავს ეწვია.

წინამდებარე წიგნი ქართული ნაქარგობის, კერძოდ, ქართული საეკლესიო ქარგულობის მრავალმხრივი კვლევის შედეგების პირველი პუბლიკ...
01/05/2015

წინამდებარე წიგნი ქართული ნაქარგობის, კერძოდ, ქართული საეკლესიო ქარგულობის მრავალმხრივი კვლევის შედეგების პირველი პუბლიკაციაა. წიგნში შევიდა ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონის (XII-XIX სს.) მხოლოდ მხატვრული, კომპოზიციური, იკონოგრაფიული და ტექნიკური თვალსაზრისით საუკეთესო საეტაპო ძეგლები: გარდამოხსნები, კრეტსაბმელები, დაფარნები, ოლარ-ომოფორები, საბუხარები, სამღვდელმთავრო სრული შესამოსელი, ენქერები, სამღვდელო სარტყლები და მიტრები.
თითოეული კოლექცია შესწავლილია ცალკეულ ავტორთა მიერ და ამ სფეროს სპეციალისტების მრავალი წლის მეცნიერული კვლევის შედეგს წარმოადგენს. ეს წიგნი თანაბრად საინტერესო იქნება როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე ქართული ხელოვნებითა და საზოგადოდ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.
●მხოლოდ ჩვენს ქსელში- 24,95 ლარად.

ამ საკვირველი, სამგანზომილებიანი წიგნის ყოველი გვერდი სიცოცხლით, ფერებითა და ხმებითაა სავსე. ინახულე აფრიკის საოცარი ბუნ...
01/05/2015

ამ საკვირველი, სამგანზომილებიანი წიგნის ყოველი გვერდი სიცოცხლით, ფერებითა და ხმებითაა სავსე. ინახულე აფრიკის საოცარი ბუნება და ისმინე სავანის მომაჯადოებელ ხმები: ლომისა და სპილოს ღრიალი, აფთრის ხარხარი და ბეჰემოთის ღრუტუნი.
მზადა ხარ საკვლევად? ბუნების ხმები გიხმობს!
-განახევებულ ფასად მხოლოდ ჩვენს ქსელში.
ფასი :12,5

მოიარე მსოფლიო ღამით და გაიგე, ვინ ფხიზლობს მაშინ, როცა შენ გძინავს. დაათვალიერე სამგანზომილებიანი პანორამები და ისმინე ...
01/05/2015

მოიარე მსოფლიო ღამით და გაიგე, ვინ ფხიზლობს მაშინ, როცა შენ გძინავს. დაათვალიერე სამგანზომილებიანი პანორამები და ისმინე ღამის იდუმალი ხმები. ყური დაუგდე რუხი მგლის ავბედით ყმუილს, ვეფხვის მბრძანებლურ ღრიალსა და ტყის ბუს სანადირო ძახილს.
ღამე ბნელია და არა – მდუმარე!
-განახევებულ ფასად მხოლოდ ჩვენს ქსელში.
ფასი :12,5

იმოგზაურე დედამიწის გარშემო და მოუსმინე ფრინველთა ორკესტრს. დაათვალიერე საოცარი სამგანზომილებიანი სურათები და დატკბი მშვ...
01/05/2015

იმოგზაურე დედამიწის გარშემო და მოუსმინე ფრინველთა ორკესტრს. დაათვალიერე საოცარი სამგანზომილებიანი სურათები და დატკბი მშვენიერი, უცნაური ბგერებით – ბულბულის ტკბილი გალობით დაწყებული და ულამაზესი კუდქნარას ნაირ-ნაირი ძახილით დამთავრებული: იგი ხომ ფრინველებსაც ბაძავს, ცხოველებსაც და მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც.
მზად ხარ საკვლევად? ბუნების ხმები უკვე გიხმობს!
-განახევებულ ფასად მხოლოდ ჩვენს ქსელში.
ფასი :12,5

რატომ ვერ ხედავენ ერთმანეთის ნამდვილ სახეს ზაარის მხარის მკვიდრი რკინისსახიანები და უსახურები? რატომაა საშიში მოტირალი დ...
01/05/2015

რატომ ვერ ხედავენ ერთმანეთის ნამდვილ სახეს ზაარის მხარის მკვიდრი რკინისსახიანები და უსახურები? რატომაა საშიში მოტირალი დების უმშვენიერესი, გონებისწამღები ცეკვა? ვის უხმობენ უხილავი, უძლიერესი მჭედელი ბერები? ლილე იროელი, რომელიც ამ სამყაროში ყოვლისმხილველი ილუმელის სახითაა მოვლენილი, კვლავაც ერთადერთია, ვისაც ძალუძს აქაურობის საიდუმლოს ჩასწვდეს და ერთმანეთს სამკვდრო-სასიციცხლოდ გადაკიდებულ მხარეებს შორის უწინდელი ჰარმონია აღადგინოს.
●მხოლოდ ჩვენს ქსელში- 7,45 ლარად.

როცა სამყაროს ხიფათი ემუქრება, ქვეყნიერებას გმირი უნდა მოევლინოს. შეძლებენ თუ არა ღვთისშვილები წინ აღუდგნენ სამსალას მზა...
01/05/2015

როცა სამყაროს ხიფათი ემუქრება, ქვეყნიერებას გმირი უნდა მოევლინოს. შეძლებენ თუ არა ღვთისშვილები წინ აღუდგნენ სამსალას მზაკვრულ გეგმას? ვინ არის ის, ვისაც ერთადერთს ძალუძს გაარღვიოს ქვესკნელის შავი ბურუსი და დაამსხვრიოს ბალღამის თასი? შეაბიჯე ქართული მითოლოგიური სახეების ამ საოცარ ხეივანში, რომელიც მწერლის დიდი ოსტატობისა და ფაქტობრივი ცოდნის წყალობით გაცოცხლებულა შენ წინაშე.
ეს შენი ქვეყანაა – აღმოაჩინე ის ხელახლა!
●მხოლოდ ჩვენს ქსელში - 6ლარად

სად მოიყვანა საიდუმლო კარმა ლილე იროელი, გმირი, რომელიც მუდამ იქაა, სადაც სამყაროს ხიფათი ემუქრება? გადაშალე ეს საოცარი ...
01/05/2015

სად მოიყვანა საიდუმლო კარმა ლილე იროელი, გმირი, რომელიც მუდამ იქაა, სადაც სამყაროს ხიფათი ემუქრება? გადაშალე ეს საოცარი წიგნი, გაიგე შერისხულ მგლისთავიანთა ამბავი, ჩასწვდი სველთვალებიანი ნიღბის საიდუმლოს და მონაწილეობა მიიღე არნახულ ომში, სადაც ადამიანები, ცხოველები და ხეები გვერდიგვერდ იბრძვიან. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუკი ის ერთადერთი წამი დადგება, როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან.
●მხოლოდ ჩვენს ქსელში - 6ლარად

რა ხდება სამყაროში, სადაც დედოფალი საკუთარი ნებით ლტოლვილი ხდება, სადაც ზღვის ენაზე მოლაპარაკე ხალხს მიწაზე ცხოვრების უფ...
01/05/2015

რა ხდება სამყაროში, სადაც დედოფალი საკუთარი ნებით ლტოლვილი ხდება, სადაც ზღვის ენაზე მოლაპარაკე ხალხს მიწაზე ცხოვრების უფლება არ აქვს, ხოლო დრაკონთა ბრწყინვალე მოდგმას გადაშენება ემუქრება? თვით სტიქიონებიც კი – ძლევამოსილი ნუმიელები – განზე გამდგარან. სამყარო შესაკავშირებელია, ნიშანი დათქმულია – მოვა ის, ვინც წყალში ცეცხლს დაანთებს. მაგრამ ვინ ამოიცნობს მას? მიენდე ამ წიგნის გვერდებს, რომლებიც ხან რომელ მხარეში გადაგისვრიან და ხან – რომელში. იმოგზაურე დრაკონის ზურგზე ამხედრებულმა, დაესწარი გასაოცარ ომს ფიგნებთან, რომლებიც განსაკუთრებული საკვების გარეშე გამჭვირვალეები, ხანაც კი სრულიად უხილავნი ხდებიან. ეს თვალუწვდენელი სამყაროა, აქ წესრიგია აღსადგენი და ის შენ გელოდება უცნობ ადგილებთან და ნაცნობ გმირებთან ერთად.
●მხოლოდ ჩვენს ქსელში- 7,45 ლარად.

ლათინური ფრთიანი ფრაზები და მათთან დაკავშირებული სახალისო ამბებიიცით, რა თქვა იულიუს კეისარმა, როცა პონტოზე გაილაშქრა და...
01/05/2015

ლათინური ფრთიანი ფრაზები და მათთან დაკავშირებული სახალისო ამბები

იცით, რა თქვა იულიუს კეისარმა, როცა პონტოზე გაილაშქრა და მეფე ფარნაკოსი დაამარცხა? გაგიგონიათ თუ არა ფილოსოფოსი დიოგენე, რომელიც დღისით ანთებული სანთლით დადიოდა და გაოცებული მოქალაქეების შეკითხვებზე კიდევ უფრო გასაოცარ პასუხებს იძლეოდა? დიდი ადამიანების მიერ წარმოთქმული ცნობილი ფრთიანი ფრაზები დღემდე ცოცხლობს და მათ ისე ვიყენებთ, რომ არც კი ვიცით, თუ სად და როდის ითქვა პირველად. ეს მხიარული წიგნი შეგახვედრებთ მრავალ ისტორიულ პირს, გაგაცნობთ ძველი სამყაროს ყოფასა და ზნე-ჩვეულებებს, და გაგიწევთ მეგზურობას ანტიკური სამყაროს შეცნობის გზაზე.
●მხოლოდ ჩვენს ქსელში - 6ლარად :)

ბუკნაჭო და ფისუნა გელიან:  ჩახტი სალათისფერ ნავში და გაემგზავრე ედუარდ ლირის აბდაუბდა სამყაროში! ჩაჯექი საცერში და გაცურ...
01/05/2015

ბუკნაჭო და ფისუნა გელიან: ჩახტი სალათისფერ ნავში და გაემგზავრე ედუარდ ლირის აბდაუბდა სამყაროში!

ჩაჯექი საცერში და გაცურე ჯამბლებთან ერთად, ტყე-ტყე სახეტიალოდ გაჰყევი ცხვირმნათ დონგს, შეუერთდი მოგზაურ იხვსა და კენგურუს, გაუჩინარდი, როგორც ჭრელჭრულა ჩითების ცხოველ-ფრინველ-მწერები და გამოეწყვე ახლებურ ტანსაცმელში ვინმე ბერიკაცის დარად. ამ კრებულში შესულ ყოველ ლექსს განთქმული მხატვრის, რობერტ ინგპენის, ხალისიანი ილუსტრაციები ამშვენებს, მათ შორის _ ბონგის ხის ქვეყნისა და თავად ხის მისეული აღწერილობა, რითაც მხატვარმა პატივი მიაგო ედუარდ ლირის უშრეტ ფანტაზიას. ეს წიგნი ბრწყინვალე საჩუქარია, რომელიც კიდევ მრავალი საუკუნის მანძილზე განუვითარებს წარმოსახვის უნარს დიდსა თუ პატარას.
●მხოლოდ ჩვენს ქსელში - 6ლარად :)

Address

Tbilisi
234

Telephone

+995579175510

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Bookcity Regions posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category