გეპატიჟებით ახალი კომერციული გამოცდილების მისაღებად. შენთვის.ჯი აერთიანებს საკუთარ მედიასა და ურთიერთობის გამოცდილებას, ახალი „სოციალური კომერციის“ მოედნის ასაშენებლად. გულმოდგინედ შერჩეული საქონელი სამამულო მეწარმეებისგან.
წარმოგიდგენთ მხოლოდ სანდო და გულიანად გადარჩეულ თქვენთვის საყვარელ საქონელს/სურსათს. ყველაფერი აღიბეჭდება თქვენი აპლიკაციის ეკრანზე. არა, უბრალოდ ეწვიეთ ჩვენს ვებ-საიტს, არავითარი ხელახალი გაწევრიანება, ელ-ფოსტით დადასტურება... ყველაფერი გაცილებად მარტივია, როგორც მორიგი პოსტის მოწონება!
ჩვენ გამოვიყენებთ საკუთარ მედიასა და SM შინაარსის შემუშავების მდიდარ გამოცდილებას ახალი, ინფორმატიული და ლაღი „სოციალური ბლოგის“ შესაქმნელად; გაგიზიარებთ სანდო ფაქტებსა და შემოქმედებით იდეებს გააზრებული შენაძენის გასაკეთებლად; მუდამ მოგიწოდებთ ალტერნატიული კომერციული შემოთავაზების გაცნობას; ჩვენი მიიზანი წარმატება და არა კონკურენციაა.
ეს სატესტო ეტეპი ჩვენი, ახალი და გამოწვევბის მქონე უზარმაზარი მოგზაურობის პირველი ნაბიჯია. შენთვის.ჯი არის გლობალური კომერციული ეკო-სისტემის ქვაკუთხედი, სადაც საქართველოს, როგორც ლოგისტიკურ ჰაბს საკვანძო ადგილმდებარეობა გააჩნია.
ეს არის მეწარმე თუ მომწოდებლისთვის ახალი შესაძლებლობების სამყარო, თქვენთვისაც ელ-კომერციისა და ვაჭრობის ახალი გამოცდილება!
შემოუერთდით ჩვენს ახალ და თვალწარმტაც მოგზაურობას. ნებისმიერი ზომისა და გამოცდილების ბიზნესის მფლობელებო, თუ თქვენ გწამთ თქვენი პროდუქტისა, გაქვთ სურვილი და ამბიცია მიიღოთ წარმატების ახალი გამოცდილება, გახდეთ ჩვენი პლატფორმის პარტნიორი, დაგვიკავშირდით!