17/08/2026
თუ 5.56/.223-ზე საუბრისას ხშირად გხვდება ისეთი აღნიშვნები, როგორიცაა 55, 62, 69, 75 ან 77 grain, ან ლულის მონაცემებში წერია 1:7, 1:8 ან 1:9, ეს უბრალოდ ციფრები არ არის — ისინი ტყვიის ფრენის სტაბილურობასა და შედეგზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს.
🔹 რას ნიშნავს Grain?
გრეინი (gr) მასის ერთეულია და ამ შემთხვევაში თავაკის წონას ნიშნავს.
მაგალითად:
55 gr → 62 gr → 69 gr → 75 gr → 77 gr
ზოგადად, რაც უფრო მძიმეა ტყვია, მით უფრო გრძელი შეიძლება იყოს მისი კონსტრუქციაც. ამიტომ მხოლოდ „წონა“ არ განსაზღვრავს, რა twist სჭირდება კონკრეტულ ტყვიას — მნიშვნელოვანია მისი რეალური სიგრძე და ფორმაც.
🔹 რა არის Twist Rate?
Twist გვიჩვენებს, რა მანძილზე აკეთებს ტყვია ლულაში ერთ სრულ ბრუნს.
1:9 → ერთი ბრუნი ყოველ 9 ინჩში
1:8 → ერთი ბრუნი ყოველ 8 ინჩში
1:7 → ერთი ბრუნი ყოველ 7 ინჩში
ანუ:
1:7 = უფრო სწრაფი ბრუნვა
1:8 = საშუალო/უნივერსალური
1:9 = შედარებით ნელი
სწრაფი twist, როგორც წესი, უკეთესად ასტაბილურებს უფრო გრძელ ტყვიებს.
🔸 1:7 vs 1:8 vs 1:9
• 1:9
ხშირად კარგად მუშაობს მსუბუქ და საშუალო წონის ტყვიებთან. მძიმე და განსაკუთრებით გრძელ ტყვიებთან თავსებადობა უკვე კონკრეტულ ტყვიაზეა დამოკიდებული.
•1:8
ხშირად ითვლება საკმაოდ უნივერსალურ ვარიანტად და ბევრ 55–77 gr კლასის ტყვიასთან მუშაობს.
•1:7
უფრო სწრაფი twist-ია და განსაკუთრებით გრძელი/მძიმე ტყვიების სტაბილიზაციისთვისაა ხელსაყრელი. სწორედ 1:7 გახდა 5.56 NATO-ს სამხედრო სტანდარტული ტვისტი.
🎯„რაც უფრო მძიმეა ტყვია, მით უფრო ზუსტია“ -ეს მთავარი შეცდომაა.
სიზუსტეზე გავლენას ახდენს:
• ტყვიის მასა და სიგრძე
• მისი აეროდინამიკური ფორმა
• ლულის twist
• ლულის სიგრძე
• კონკრეტული ვაზნის ხარისხი
• კონკრეტული ლულისა და ტყვიის კომბინაცია
ამიტომ ერთი და იგივე 55 ან 77 gr ტყვია სხვადასხვა ლულაში ერთნაირ შედეგს აუცილებლად არ აჩვენებს.
🧠 დაიმახსოვრე მარტივად:
გრეინი = ტყვიის წონას.
ტვისტი = რამდენად სწრაფად ტრიალებს ის ლულიდან გამოსვლისას.
და ყველაზე მნიშვნელოვანი:
ტყვიის არჩევისას მხოლოდ წონას ნუ შეხედავ — შეამოწმე შენი ლულის ტვისტი და კონკრეტული ტყვიის მწარმოებლის მონაცემები.
სწორი კომბინაცია იქნება თუ შენი ლულის შესაბამის ვაზნას შეიძენ. ეს იქნება სროლისას სტაბილური სიზუსტის მთავარი გარანტია!
• რა ვაზნებს იყენებ შენ? - დაწერე კომენტარებში!