ეს გვერდი გახლავთ ჩემი მუსიკალური გვერდი სადაც მოისმენთ ჩემს შესრულებებს სხვა და სხვა ჟანრში , მოგეხსენაბათ, რომ მე გახლავართ მუსიკოსი, ეს არის ჩემი პერსონალური გვერდი , სადაც დაიდება ვიდეოები ჩემი შესრულებით , მე გახლავართ ლევან ლუკავა , სამი წლიდან სცენაზე ვდგავარ და ვმღერი , ჩემთვის სცენა სათამაშო მოედანია , როცა სცენაზე გავდივარ იმ დონეზე მაქვს გათვითცნობიერებული, და შესისხლხორცებული ,რომ უკ
ვე არც ვნერვიულობ ეს იმიტომ , რომ ალბათ უკვე მივეჩვიე და ჩამომიყალიბდა საშემსრულებლო და სამსახიობო მანერა , მინდა ამ გვერდმა ბევრი მოწონებები დაიმსახუროს , რათა ხალხი ფართო მაშტაბით გაეცნოს ჩემს შემოქმედებას . მახსოვს როდესაც სამი წლის ვიყავი პირველად გავედი ფოთის ფესტივალზე , მახსოვს მიკროფონში ამერია პაიანიკი�� ისიც შემაცდინეს , ვკითხე ერთს ეს მიკროფონი ხომ არის მეთქი , მან კი დარწმუნებით მითხრა რომ ეს მიკროფონი იყო , გავარვარებულ პაიანიკს ხელი მოვკიდე , შედეგი ის იყო , რომ ათვივე თითის სერიოზული დამწვრობა მივიღე , მადლობა ფესტივალის ორგანიზატორს , რომელმაც სახლში წამიყვანა და მისი მეუღლის დამზადებული მალამო წამისვა ასე ათივე თითით შეხვეული გავედი სცენაზე , მართალია ხელებშეხვეულს გამიჭირდა სიმღერა ,მაგრამ გავიმარჯვე , ბევრი ფესტივალების ლაურიატი და გამარჯვებული გახლავართ , სიმღერა არის ჩემი სიცოცხლის არსი, სიმღერა არის ჩემი გულის გასაღები, სიმღერა არის ჩემი სულის მალამო, სიმღერა არის ჩემი საგანძური , სიმღერა არის ჩემი სივრცე , და ხელოვნების მარადიულობა.