ხეLoveანი / Khelovani

ხეLoveანი / Khelovani Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ხეLoveანი / Khelovani, Shopping & retail, Handmade, Zugdidi.

01/06/2020

🎊 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს Marmax Georgia-მ, საცოხვრებელი კომპლექსი Dadiani Residence-ის სახელით საჩუქრები გადასცა დედ-მამით ობოლ ბავშვებს.

👼 ერთად ვიზრუნოთ ჩვენ საზოგადოებაზე და მათ კეთილდღეობაზე.

#ბავშვთადაცვისდღე #ზუგდიდი

🏗🏊‍♂ საცურაო აუზის პროექტს შპს „კარკასი“ მოამზადებს. კომპანიას პროექტის მომზადებაში 245 ათას 834 ლარს გადაუხდიან. თანამე...
20/02/2019

🏗🏊‍♂ საცურაო აუზის პროექტს შპს „კარკასი“ მოამზადებს. კომპანიას პროექტის მომზადებაში 245 ათას 834 ლარს გადაუხდიან. თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი ყოფილი პიონერთა პარკის ტერიტორიაზე (ბენდელიანის ქუჩა) აშენდება.

13/09/2018

სტატიის ავტორი: LiveNews - ზუგდიდის არჩეული მერი არ გადადგეს, გაირკვეს სიმართლე და დადგინდეს, ვინაა რეალური დამნაშავე, ....

13/09/2018

სტატიის ავტორი: LiveNews - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიას თემაზე ნაციონალურ მოძრაობას სკანდალი არ გამოუ.....

🔵 პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების, ა...
13/08/2018

🔵 პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. გაკეთდება სასეირნო ბილიკები და აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შესასვლელში მოეწყობა სალაროსთვის და დაცვისთვის განკუთვნილი ჯიხურები.

🔷 სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განხორციელებს.

🔵 პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. გაკეთდება სასეირნო ბილიკები და აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შესასვლელში მოეწყობა სალაროსთვის და დაცვისთვის განკუთვნილი ჯიხურები.

🔷 სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება. სამუშაოებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განხორციელებს.

23/07/2018

➡ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ზუგდიდის უფასო სასადილოს შესახებ მომზადებული სიუჟეტის დროს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დაარღვია.

🔹 ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებმა ნოდარ მელაძემ, დიანა ჯოჯუამ, ემა გოგოხიამ და ანა წერეთელმა, გადაცემა „კურიერში“ ზუგდიდის უფასო სასადილოსა და ბენეფიციართა კვებაზე მომზადებულ სიუჟეტში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი (ინფორმაციის სიზუსტე) დაარღვიეს, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

განმცხადებელი, ზუგდიდის მერია სადავოდ ხდიდა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში 2018 წლის 18 მარტს გადაცემა ,,კურიერში” გასულ სიუჟეტს „კვება 97 თეთრად“ და მიიჩნევდა, რომ აღნიშნული მასალა არასწორ ინფორმაციას და მონაცემებს შეიცავდა.

ქარტიაში შესული განცხადების თანახმად: „18 მაისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის, გადაცემა „კურიერის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ზუგდიდში უფასო სასადილოს თემას ეხებოდა. რეპორტაჟში წამყვანი ამბობს, რომ თანხა რომელიც სასადილოებისთვის იყო გამოყოფილი, ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანას ხმარდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ასევე ჟურნალისტი ამბობს, რომ უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის ყოველდღიურად 97 თეთრია გამოყოფილი და რომ ზუგდიდის მერიამ სოციალური სასადილოს დაფინანსება შეამცირა და რეკორდულ მინიმუმამდე დაიყვანა, რაც ასევე სიმართლეს არ შეესაბამება. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ხორცს ბენეფიციარები არ ღებულობენ გარდა დღესასწაულისა, რაც ასევე სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად ბენეფიციარები ხორცს კვირაში სამჯერ იღებენ. მომზადებულ სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ პროგრამის დაფინანსება შემცირებულია, არადა ამ დროს პირიქით გაზრდილია.

ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ფაქტები, არ ნახა სატენდერო დოკუმენტაცია და მომსახურეობის გამწევ მეწარმესთან დადებული ხელშეკრულება, სადაც კარგად არის აღნიშნული თუ რამდენი თანხაა გამოყოფილი ბენეფიციარებისთის და როგორია კვების რაციონი. არც ერთ დოკუმენტში ნახსენები არ არის 97 თეთრი. ჟურნალისტმა ჩაწერა ზუგდიდის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია, რომელმაც 97 თეთრთან არსებული აპელირება არ დაუდასტურა და მოუყვა რეალური ციფრების შესახებ, რაც ეთერში არ გასულა.

ჟურნალისტებმა დაამახინჯეს ფაქტები და გაატარეს ერთი პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკოსის ინტერესები, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მერის ოპონენტია და დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს.

ჟურნალისტმა და წამყვანმა ზუგდიდის სასადილოს თემა, რომელიც არასწორად იყო გაჟღერებული, დაუკავშირეს დენდროლოგიურ პარკში გადასატანი ხეების თემას, რაც ასევე აბსურდული იყო. ამით მათ გაატარეს ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესი და განზრახ დამალეს სიმართლე. რაც იმაშიც აისახა, რომ სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ჩაწერილი ინტერვიუ არ გაუშვეს, რომელიც სიცხადეს მოჰფენდა ამბავს."

სიუჟეტის გასვლის შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელა ზუგდიდის მერიამ და ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდა.

01/07/2018

🔅 სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით, ანაკლისს აკვაპარკში, სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა დაისვენეს. აკვაპარკმა მოზარდებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან უმასპინძლა. მთელი დღის განამვლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები ჩატარდა.

🔹 300-ზე მეტი სოციალურად დაუცველ ბავშვი გამაგრილებელი სასმელებით ,,კოკა-კოლამ”, ხოლო ნაყინით „გურჯაანის ნაყინმა“ უზრუნველყო.

🔹 მსგავსი აქციების ჩატარებას გუბერნატორის ადმინისტრაცია და განმუხურის აკვაპარკი სეზონის განმავლობაში გეგმავენ.

🔅 სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით, ანაკ...
01/07/2018

🔅 სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით, ანაკლისს აკვაპარკში, სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა დაისვენეს. აკვაპარკმა მოზარდებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან უმასპინძლა. მთელი დღის განამვლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები ტარდება.

🔹 300-ზე მეტი სოციალურად დაუცველ ბავშვი გამაგრილებელი სასმელებით ,,კოკა-კოლამ”, ხოლო ნაყინით „გურჯაანის ნაყინმა“ უზრუნველყო.

🔹 მსგავსი აქციების ჩატარებას გუბერნატორის ადმინისტრაცია და განმუხურის აკვაპარკი სეზონის განმავლობაში გეგმავენ.

🔷 კულტურული და გასართობი ღონისძიებების კალენდარი - სამეგრელო-ზემო სვანეთში🔴 ზუგდიდი► 25 ივნისი 19:00 საათი - აბსამბლ ,,ი...
26/06/2018

🔷 კულტურული და გასართობი ღონისძიებების კალენდარი - სამეგრელო-ზემო სვანეთში

🔴 ზუგდიდი
► 25 ივნისი 19:00 საათი - აბსამბლ ,,ივერიის“ 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. [ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზი] დასწრება თავისუფალია.
► 30 ივნისი 19:00 საათი - ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილების კონცერტი, პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში [ხელოვნებისა და კულტურის განვითრების ცენტრის საკონცერტო დარბაზი] ფასი: 25-30 ლარი,
► 6 ივლისი, ანაკლია, საერთაშორისო ფესტივალი ,, ART-კოლხი“. დასწრება თავისუფალია.
► 13 ივლისი, ეზოთბილისის ,,ბიგ-ბენდი“ და ქართული ხმები, პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში. დადიანების სასახლის ეზო. დასწრება თავისუფალია.
► 29 ივლისი, 19 საათი - თავისუფალი თეატრის სპექტაკლი „ჯინსების თაობა“. ორგანიზატორი "ART-UNIVERSAL", ბილეთის ფასი 20 ლარი.
30 ივნისი - 14:00 გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: ფერების ფესტივალი [რუხის სავაჭრო ცენტრი] დასწრება თავისუფალია.
► 11 ივლისი, 19:00 კონცერტი: ჯგუფი Green Mama [რუხის სავაჭრო ცენტრი] დასწრება თავისუფალია.
► 15 ივლისი, 22:00 კონცერტი: ჯგუფი Under Seven, 23:00 ელექტრონული მუსიკის კონცერტი: TSU ART, [რუხის სავაჭრო ცენტრი] დასწრება თავისუფალია.
► 4 აგვისტო, დათო ევგენიძისა და ბენდის კონცერტი, პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში. დადიანების სასახლის ეზო. დასწრება თავისუფალია.
► 23-26 აგვისტო - ანაკლია მუსიკალური ფესტივალი „EchoWaves“ - EXIT- ის ქოლგის ქვეშ.
► 30-31 აგვისტო - აჯიკის ფესტივალი - ქალაქის ცენტრალური პარკი (სკეიტ პარკი). დასწრება თავისუფალია.
► სექტემბერი (თარიღი ზუსტდება) ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი საკონცერტო დარბაზი, თამაზ მოსიას ვარსკვლავის გახსნა. დასწრება თავისუფალია.
► 15 სექტემბერი - ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავი კონცერტი, ქალაქის ცენტრალური პარკი (სკეიტ პარკი). დასწრება თავისუფალია.

კულტურული და გასართობი ღონისძიებების კალენდარი - სამეგრელო-ზემო სვანეთში

🔴 ზუგდიდი
► 25 ივნისი 19:00 საათი - აბსამბლ ,,ივერიის“ 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. [ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზი] დასწრება თავისუფალია.
► 30 ივნისი 19:00 საათი - ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილების კონცერტი, პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში [ხელოვნებისა და კულტურის განვითრების ცენტრის საკონცერტო დარბაზი] ფასი: 25-30 ლარი,
► 6 ივლისი, ანაკლია, საერთაშორისო ფესტივალი ,, ART-კოლხი“. დასწრება თავისუფალია.
► 13 ივლისი, ეზოთბილისის ,,ბიგ-ბენდი“ და ქართული ხმები, პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში. დადიანების სასახლის ეზო. დასწრება თავისუფალია.
► 29 ივლისი, 19 საათი - თავისუფალი თეატრის სპექტაკლი „ჯინსების თაობა“. ორგანიზატორი "ART-UNIVERSAL", ბილეთის ფასი 20 ლარი.
30 ივნისი - 14:00 გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: ფერების ფესტივალი [რუხის სავაჭრო ცენტრი] დასწრება თავისუფალია.
► 11 ივლისი, 19:00 კონცერტი: ჯგუფი Green Mama [რუხის სავაჭრო ცენტრი] დასწრება თავისუფალია.
► 15 ივლისი, 22:00 კონცერტი: ჯგუფი Under Seven, 23:00 ელექტრონული მუსიკის კონცერტი: TSU ART, [რუხის სავაჭრო ცენტრი] დასწრება თავისუფალია.
► 4 აგვისტო, დათო ევგენიძისა და ბენდის კონცერტი, პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში. დადიანების სასახლის ეზო. დასწრება თავისუფალია.
► 23-26 აგვისტო - ანაკლია მუსიკალური ფესტივალი „EchoWaves“ - EXIT- ის ქოლგის ქვეშ.
► 30-31 აგვისტო - აჯიკის ფესტივალი - ქალაქის ცენტრალური პარკი (სკეიტ პარკი). დასწრება თავისუფალია.
► სექტემბერი (თარიღი ზუსტდება) ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი საკონცერტო დარბაზი, თამაზ მოსიას ვარსკვლავის გახსნა. დასწრება თავისუფალია.
► 15 სექტემბერი - ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავი კონცერტი, ქალაქის ცენტრალური პარკი (სკეიტ პარკი). დასწრება თავისუფალია.

🔴 ფოთი
► 25 ივნისი-20:00 საათი-ფოთის ცენტრალური პარკი- საესტარდო სტუდია „ენკი-ბენკი“-ს და „მელოდია“-ს საზაფხულო კონცერტი. დასწრება თავისუფალია.
► 27 ივნისი-20 საათი-რუსთაველის რკალი-საესტრადო სტუდია“ანა-ბანა“-ს და სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდია“მზის გული“-ს საზაფხულო კონცერტი. დასწრება თავისუფალია.
► 29-30 ივნისი-19:00 საათი-ფოთის ცენტრალური პარკი-„კოლხურ-ლაზური“ფოლკლორული ფესტივალი ,ანსამბლი“სამება“,ანსამბლი“ფაზისი“. დასწრება თავისუფალია.
16 ივლისი ფოთი - ბიგბენდის კონცერტი. ტარდება პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში. დასწრება თავისუფალია.
► 18-20 ივლისი-11 საათი - ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი;
► 15-16 ივლისი-12 საათი - ტიხრული მინანქრის ნამუშევრების გამოფენა(მხატვრები: გურანდა კუპრეიშვილი და ჯიმი ლომინაძე) -ფოთის საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზი. დასწრება თავისუფალია.
► 16 ივლისი-21 საათი-ფოთის ცენტრალური პარკი - ანსამბლ ,,ქართული ხმების’’ კონცერტი. დასწრება თავისუფალია.
► 12 აგვისტო-ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე. დასწრება თავისუფალია.
► 2-9 სექტემბერი-10 საათი-მალთაყვის სანაპირო - ქალაქ ფოთის ღია პირველობა პლაჟის ფეხბურთში;
► 6 ოქტომბერი ფოთი რეგგიონლური ფოლკ ფესტივალი „ფუძეობა“.ტარდება პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში. დასწრება თავისუფალია.

🔴 მესტია
► 29 ივლისი, 13 საათიდან ––– ფესტივალი „სვანეთობა 2018“, რომლის ფარგლებში სეტის სკვერში გაიმართება ტრადიციული სვანური სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ფესტივალის მიმდინარეობისას მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან დააგემოვნონ სვანური ტრადიციული სამზარეულო, ასევე დაათვალიერონ პავილიონებში წარმოდგენილი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები. გამოფენის პარალელურად იქნება კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. ,,სვანეთობა 2018“ ,,CHEK IN GEORGIA”-ს ფარგლებში უმასპინძლებს რეგიონალურ ფოლკლორულ ფესტივალ „ფუძეობა“-ს, სადაც მონაწილეობას მიიღებს მომღერალი ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე და ნიკოლოზ რაჭველი და სახ. სიმფონიური ორკესტრი. სეტის მოედანი, დასწრება თავისუფალია.

► 14 ივლისი - ლეგენდარული ქართული ხმების და ბიგ–ბენდის ერთობლივი კონცერტი. 18:30; სეტის მოედანი - დასწრება თავისუფალია.

► 11 აგვისტო - მიხეილ კალატოზოვის ფილმის ,,სვანური მარილის“ (ჯიმ შვანთე)– ს ჩვენება ელექტრონული მუსიკის თანხლებით (კომპოზიტორი/შემსრულებელი–გოგი ძოძუაშვილი), რომელიც ტარდება ,,Check in Georgia”- ს ფარგლებში. კინოჩვენების ხანგრძლივობა–1 საათი. ჩატარების ადგილი: სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი. დასწრება თავისუფალია.

► 4 სექტემბერი, 18 საათი - ბრაზილიური მუსიკის საღამო ჩატარების დრო და ადგილი: სეტის მოედანი, დასწრება თავისუფალია.

► 17 სექტემბერი, 18 საათი - ლატვიური ფოლკლორული ცეკვის ფესტივალი, ანსამბლები "საიმე" და "მადარა". სეტის მოედანი, დასწრება თავისუფალია.

🔴 აბაშა
► 26 ივნისი, 18:00 18:00 საათი, ლაშა ღლონტის კონცერტი - კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში - ბილეთის ღირებულებაა 10 ლარი.

► 7 ივლისი, 18:00 საათი - აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის, ,,ანანურის“ კონცერტი. ქორეოგრაფიული ანსამბლის საკონცერტო პროგრამა მოიცავს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვებს. დასწრება თავისუფალია.

► 19 ივლისი, 17:00 საათიდან - აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაიწყება ფოლკლორის მე-3 საერთაშორისო ფესტივალის, ,,ლეგენდა მარტვილზე“ აბაშის ტური. ფესტივალის ფარგლებში, აბაშა, როგორც ერთ-ერთი თანაორგანიზატორი, მასპინძლობს ფოლკლორულ ანსამბლებსა და ჯგუფებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გაიმართება ეროვნულ სამოსში გამოწყობილ მონაწილეთა მსვლელობა და ერთობლივი კონცერტი. დასწრება თავისუფალია.

► 13-24 აგვისტო, აბაშის N 1 საჯარო სკოლასა და ა(ა)იპ- აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში იმუშავებს აბაშის საზაფხულო-საყმაწვილო კინოსკოლა. პროექტი ხორციელდება ასოციაცია ,,სინერამას“ მიერ, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ტარდება ლექციები: კინოს ისტორიაზე, რეჟისურაზე, სცენარის წერასა და სიუჟეტის განვითარებაზე, კინოპროდიუსინგზე. სკოლას სტუმრობენ და მასტერკლასებს ატარებენ თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობები და რეჟისორები. ნორჩი კინემატოგრაფისტების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალებზე.

► 29-31 აგვისტო, პროექტი ,,ახალგაზრდული დღეები“, ღონისძიებით გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები: ინტელექტუალური თამაში, დისკუსია, ქუჩის ხელოვნება-კედლის მოხატვა, სპორტული აქტივობები (მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, მკლავჭიდი, ქუჩის კალათბურთი, ბოჩა), ქალაქური თამაში ,,SITY GAMS", ახალგაზრდული კონცერტი და ფერების ფესტივალი. დასწრება თავისუფალია.

► 11 სექტემბერი, 16:00 საათზე, კეთილარის თემში, სოფ. გულეიკარი, გაიმართება დღესასწაული ,,გულიერობა“, მრავალი ათეული წლის შემდეგ, შარშან, პირველად გაიმართა სოფლის ტრადიციული დღესასწაული ,,გულიერობა“; დღესასწაულის პროგრამაშია: საზეიმო მსვლელობა გულეიკარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიიდან, ტურნირი ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში და ფოკლორული კონცერტი. დასწრება თავისუფალია

► 12-15 სექტემბერი, აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში გაიმართება, აბაშის მე-2 საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი. კინოფესტივალის ორგანიზატორია ასოციაცია „სინერამა“, მხარდამჭერები - აბაშის მუნიციპალიტეტი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და კომპანია „ააპლასტი“. გასულ წელს კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნა 36 ქვეყნის 180 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც აფასებდა საერთაშორისო ჟიური. ფესტივალს სტუმრობდნენ დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან. საკონკურსო ფილმების ჩვენებასთან ერთად საფესტივალო პროგრამა ითვალისწინებს ექსკურსიებს, ფოკლორულ კონცერტებს. დასწრება თავისუფალია.

► 29-30 სექტემბერი, 15 საათზე, ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ეზოში ჩატარდება საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება ,,ჩვენი საუნჯე“, ღონისძიება ტარდება ევროპის მემკვიდრეობის დღეების პროგრამის ფარგლებში და ითვალისწინებს თემატურ ფოტო-გამოფენას: ,,აბაშის ისტორიული ძეგლები“ და ,,მეგრული ოდები“. დასწრება თავისუფალია.

🔴 მარტვილი
► 16-21 ივლისი - ,,ლეგენდა მარტვილზე“ - ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალში მონაწილეობს მსოფლიოს 4 სახვადასხვა (ჩეხეთი; პერუ; რუმინეთი; ბელორუსია;) ქვეყნის და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი.

► 12 აგვისტო - ახალგაზრდობის საერთაშორის დღე - ღონისძიების ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული და საგანმანათლებლო აქტივობები.

► 25 სექტემბერი - ,,ჭყონდიდლობა“ - საერო და საეკლესიო დღესასწაული, ღონისძიების ფარგლებში ქალაქის ცენტრში გაიმართება სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობა.

► 28, 29, 30 სექტემბერი - ,,სალხინოს სასახლის კამერატა“ - კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ინტერნაციონალური კამერული ორკესტრები.

🔴 სენაკი:
► 28 ივნისი- ქორეოგრაფიის დღის აღვნიშვნა - მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით ჩატარდება კონცერტი და საზეიმო მსვლელობა. დასწრება თავისუფალია.

► 4 ივლისი-1 აგვისტო - ნოქალაქევის საზაფხულო სკოლა - სენაკის საჯარო და კერძო სკოლების მე-11 - მე-12 კლასის მოსწავლეებს ევროპის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები და სტუდენტები ჩაუტარებენ გაკვეთილებს ინგლისურ ენაში. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ არქეოლოგიურ გათხრაში. მოეწყობა ექსკურსიები.

► 12 აგვისტო - ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე -ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ცნობილი საესტრადო მომღერლების მონაწილეობით გაიმართება გალა-კონცერტი. ახალგაზრდების ჩართულობით ჩატარდება სხვადასხვა სპორტული აქტივობები. დასწრება თავისუფალია.

🔴 ჩხოროწყუ
► 12 ივლისიდან-25 აგვისტოს ჩათვლით - ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და კულტურულ შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მიზნით: სხვადასხვა შინაარსის კონკურსები, კონფერენციები და კინოჩვენებები გამართება ჩხოროწყუს ცენტრში

► 20 ივლისს - 22 აგვისტოს- 28 სექტემბერს - ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? (ჩხოროწყუ, სოფ.ხაბუმე, ლესიჭინე, მუხური)

► 30 ივლისი - მეგრული ფოლკლორის საღამო. გაიმართება სოფელ ახუთში, კუხალაშვილების ოდაში

► 1 ივნისი - 24-აგვისტო - მხიარული სტარტები სამივე ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდება დაბა ჩხოროწყუს ხელოვნურსაფარიან მოედანზე.

► 18-27 აგვისტო - „ახალგაზრდული დღეები 2018“ ჩატარდება დაბა ჩხოროწყუში, ლესიჭინეში, მუხურში, ხაბუმეში, ნაფიჩხოვოში

► 30 აგვისტო - 18 სექტემბერი - სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები გაიმართება ლუგელას ხეობაში

► 15 აგვისტო - ღია რეგიონალური ტურნირი ,,მენჩრუა 2018" ჩატარდება სოფელი მუხურში

► 15 აგვისტო - შეჯიბრება ლახტსა და საჯილდაო ქვის აწევაში ჩატარდება სოფელი მუხურში

► 21 სექტემბერი - მუნიციპალიტეტის პირველობა ცხენოსნობის ეროვნულ სახეებში გაიმართება სოფელი ნაფიჩხოვოში.

🔴 წალენჯიხა
► 4 ივლისი ,,ახალგაზრდული ფესტივალი - 2018“

► 2 ივლისი სპექტაკლი „ შენ ჩემი მამახარ და უნდა გადარჩე“

► 5 აგვისტოდან -5 სექტემბრამდე ,,სტუდენტური არდადეგები - 2018“, სადაც ყოველწლიურად 250 - 300-მდე სტუდენტი ღებულობს მონაწილეობას.

► აგვისტო- ,,ლექსო ამოგთქომ ოხერო!“ მექრული პოეზიის საღამო.( ბოჩია კოკაია, მანანა კაკაჩია, ვალერ ძაძამია, ლიანა ანთია, ეკა ზარანდია)

► 27 აგვისტო - ლიტერატურული საღამო-„დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ“

► სექტემბერი- ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა- გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება მალხაზ ზარანდიას, რიმა კვარაცხელიას, გულიკო კაკაჩიას, ლეონიდე ღვინჯილიას ნამუშევრები (ხეზე კვეთა, გობელინები).

🔴 ხობი
► 26-30 ივნისი - შიდა სასკოლო ტურნირი ბილიარდში - სასპორტო სკოლა

► ივლისის ბოლო კვირა - მხიარულთა და საზრიანთა კლუბების თამაშები (სათემო, ზონალური და მუნიციპალური თამაშები) მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი.

► 12 აგვისტო - საეკლესიო-სახალხო დღესასწაული "ცოტნეობა 2018“ – 12 აგვისტო - მიმდინარეობს ადგილის დაზუსტება

► 24-28 სექტემბერი - ხალხური რეწვის, დეკორისა და გობელენის გამოფენა - კულტურის სახლის ფოიე

► სექტემბერის ბოლო კვირა - ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ცხენოსნობაში, მარულა-მალანურობის ტრადიციის აღდგენა - ხობი, გურიფული

Address

Handmade
Zugdidi
2100

Telephone

596412241

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხეLoveანი / Khelovani posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share