28/06/2026
ეს მხოლოდ ცეკვის აკადემიის ისტორია არაა, ეს არის ქართველ ებრაელების ისტორია, ისტორიას რომელსაც ბოლო ათეულია წლებია თაობები ინარჩუნებენ, ინარჩუნებენ და უფრთხილდებიან ენას, ტრადიციებს და იდენტობას
ქართულ-ებრაულ ისტორიასა და ურთიერთობებს, დღეს ირაელში,ქართველ-ებრაელების უკვე უმცროსი თაობების წარმომადგენლები “ქართული როკვითა” და ქართული ჰანგებით ამაგრებენ.
ისრაელში დაბადებულმა ორმა ახალგაზრდამ საკუთარი “ფესვების” სიყვარულის გზა აირჩია .და ისრაელის გულში, “ქართულ კულტურას ახალი სიცოცხლე შესძინა” “ქართული ცეკვა-სიმღერა” ისრაელისთვის არ არის ახალი, და მაინც რა ქმნის მათ ასეთ განსხვავებულებს?!
იცნობდეთ: იარინ და მატან რევივო,
ისინი საქართველოში არ დაბადებულან, არც მათი მშობლები, მხოლოდ მათი (როგორც თავად მოიხსენიებენ) ბებო და ბაბუ რომლებიც ისრაელში 11 და 9 წლის ასაკში 70 -იან წლებში ამოვიდნენ.
ქართული ენა, წერა-კითხვა და ტრადიციები სწორედ მათგან ისწავლეს, მათ ჩაუნერგეს საქართულოს სიყვარული, რომელიც კიდევ უფრო გაღვივდა და აალდა მას შემდეგ როცა სრულიად შემთხვევით მოზარდობის ასაკში თამაზ ციციაშვილის ქართული ცეკვის ანსამბლში აღმოჩნდნენ.
ეს არის ისტორია ოცნებაზე, სიყვარულზე და შრომაზე რომელიც ჯერჯერობით 2წელსაც არ ითვლის, ეს არის ისტორია რომელიც ამ ეტაპზე 120 -ზე მეტ ბავშვს ქართულ ფესვებსთან აახლოებს და ეს არის ისტორია, რომელის ფესვებიჩ “ იწყება ონიდან”
იდეა შეექმნათ, ცეკვის აკადემია აშდოდში 23 წლის მატანს 21 წლის ასაკში გაუჩნდა და უფროსი ძმისგან მხარდაჭერაც მიიღო, დაუღალავ შრომას შედეგიც აქვთ, მათი თქმით წარმატებებს რა თქმა უნდა ელოდნენ მაგრამ არა ასეთ უმოკლეს დროში. მათ აქვთ ამბიცია და სურვილი გახდნენ საუკეთესოები საუკეთეებს შორის ისრაელში.
ქოროეგრაფები მაქსიმალურად ცდულობენ ქართული ქორეოგრაფია ქართული სტანდარტებით გადმოცენ და როგორც თავად უყვართ ხოლმე თქმა ყველა ცეკვის “ხასიათი” შეასწავლონ და შეაყვარონ ახალ თაობებს.
ახალგაზრდა ქორეოგრაფები წარმატების საიდუმლოსაც გვიმხელენ და ამბობენ მთავარია აკადემია იყოს ერთიანი და ოჯახი, სადაც ერთის წარმატება ყველას წარმატებაა და პირიქით.მოსწავლეების სტიმულისთვის ცეკვებში შემოიტანეს “კაპიტნის” წოდება რომელსაც რეპეტიციის დროს წარადგენენ და ამ წარდგენას მშობლებიც ესწრებიან,
გარემო რომელსაც მატანი და იარინი უქმნიან მოცეკვავეებს სტუდიაში, ორმხრივია.დღეს ყველა მოსწავლე გეტყვით რომ მათთვის თბილი და მეგობრული გარემო ქმნის ერთიანობას და ოჯახის განცდას. ეს აურა კი ყველასთვის გადამდებია, მოსწავლეები სიხარულით უზიარებენ ერთმანეთს თუ როგორი სიამაყით შლიან ხელებს და ცეკვავენ სახლში ბებია და ბაბუასთვის, რომელთა სიხარულიც მათთვის მხოლოდ სტიმულია რატა კიდევ უფრო ძლიერად გაშალონ ფრთები და შეინარჩუნინ ქართული “ფესვები” და იდენტობა,
საუკეთესოები ირჩევენ საუკეთესოებსქართულ ცეკვასთან ერთად ქორეოგრაფები ქართულ საკრავებზეც უკრავენ და ამასაც საქართველოს უკავშირებენ. მათი პედაგოგები მინიმუმ ცნობილი მუსიკოსები ან გინესისი რეკორდსმენები არიან. მატანი მაღალ მთიან აჭარაში თემირ არძელაძეს ესტუმრა და ქართულ გარემოშ ჭიპონის დაეუფლა. , იარინი კი ქართულ ენის პარალელურად ონლაინ სწავლობს გარმონს ლევან უჩანეიშვილის დახმარებით და დუდუკს ლევან ოძელაშვილთან.
ალბათ იღბალი და ბედია როცა იარინმა ცხოვრება ქართული ანსამბლის “შალვას” მოცეკვავე ტაირს დაუკავშირა, ტაირის ფესვებიც საქართველოდანაა რაც მათ ოჯახურ გარემს კიდევ უფრო ქართულს ხდის,. მათი ქორწილი კი ცაკლკე ქართული ზეიმი იყო რომელიც დღესაც იპყრობს ინტერნეტ სივრცეს.
საკუთარი ქორწილის გარდა ანსამბლი ებრაონი არაერთ პირად დღესასწაულებზე მონაწილეობს და ალამაზებენ ქორწილებს, ბატ და ბარ მიცვებს, მათი ხაზი და განსაკუთრება მათ სამოსშიც აღინიშნება რომელიც საქართველოში იქმნება,
მათი ოცნება კი საქართველოში კონცერტი და “ებრაონის” წარდგენაა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველის აზრი და ისრაელში “ქართული სულის” შენარჩუნება
სანამ საქრთველოს ეწვევიან ჩვენ მათ ოჯახს ვესტუმრეთ სადაც გავიცანით მათი მაროკოელი მამა რომელიც მათი თქმით “ ოჯახში, ყველაზე მეტადაა ქართველი”,
როგორც ზემოთ ავღნიშნე მათი ბებო და ბაბუ ისრაელში 11 და 9წლის ასაკში ამოვიდნენ. სწორედ აქ ეყრება საფუძველი იმ “ქართულ სიყვარულს” რომელსაც დღეს მათი შთამომავლები აგრძელებენ.
ბაბუ დღესსაც არწმუნებს ბებოს რომ მათი ალია ერთ დღეს იყო თუმცა დღემდე ვერ დაარწმუნა და დააჯერა. მათი კამათის მოსმენა ცალკე მხიარულობა რომელიც გადამდებია და ოჯახში ჩვენმა სტუმრობამაც “ოჯახურ გარემოში” ჩაიარა.
სიამაყით ყვებიან თუ როგორ გაზარდეს შვილიშვილები და როგორი წარჩინებული მოსწავლეები იყვნენ სკოლაშიც. სიამაყით უყურებენ თუ როგორ ცეკვავს მათი პატარა და ადელი უფროსი ძმების სიმღერაზე,
#ქართველებიისრაელში #ქართულიცეკვა
#ებრაონი #ქართველიებრაელები JEWS